27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
აქტიური და დაძაბული დღე გელით, მაგრამ შედეგი ყველა საქმეში წარმატებული იქნება. სულ ერთია, სამსახურში კონკურენციას უწევთ თუ უბრალოდ ვინმეს ეჯიბრებით, ეს ის დღეა, როცა პირველ ადგილზე გახვალთ. სიის სათავეში იქნებით მაშინაც კი, თუ დანაპირებს არ შეასრულებთ
ეს დღე, უამრავ სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
კურო
თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა შემოვა და თავს იმაზე უფრო ენერგიულად და ბედნიერად იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. თქვენი პირადი ცხოვრება სავსე იქნება მშვენიერი მომენტებით. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა კი თავდაჯერებას და ბედნიერებას შეგმატებთ. შესაფერისი დღე არაა ხარჯის გასაზრდელად. ეცადეთ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ნივთები შეიძინოთ. ამ დღეს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით და დაუმეგობრდებით ადამიანებს, რომლებიც მომავალში უამრავ დახმარებას გაგიწევენ.
ტყუპები
შემოქმედი ადამიანებისთვის წარმატებული დღეა. ისინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან და უამრავ საინტერესო წინადადებას მიიღებენ.
საღამოს საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ საღამოს გაატარებთ. მაშინაც კი, თუ ეს თქვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის, შეეცდებით, გარშემომყოფებისთვის დადებითი ენერგიის დადებითი წყარო გახდეთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც დიდხანს გაწუხებთ, დიდ ძალისხმევას გამოიჩენთ. იმის შანსი, რომ ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ, ძალიან დიდია, მაგრამ არსებობს პროფესიული მოვალეობებიდან გადახრის რისკი. გადაწყვიტეთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეცადეთ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. კირჩხიბის ახირებები პარტნიორთან დაკავშირებით უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც პარტნიორზე, ისე მასთან ურთიერთობაზე. ამ დღეს უამრავი კონფლიქტი და დავაა მოსალოდნელი, მაგრამ თუ ემოციების მართვას და საკუთარი თავის კონტროლს შეძლებთ, სერიოზული პრობლემები არ გელით.
ლომი
ამ დღეს ახლობელი ადამიანისგან მნიშვნელოვან საჩუქარს მიიღებთ, რომელიც სასიამოვნო წუთებს გაგახსენებთ. სრულად ისარგებლეთ ამ დღით ისე, ზედმეტი არაფერი დაიტოვოთ, რამაც შეიძლება ბედნიერებაში ხელი შეგიშალოთ. შესანიშნავი განწყობა, რომელსაც ეს დღე მოგიტანთ, შეიძლება ოჯახურმა პრობლემებმა გაგიფუჭოთ, მაგრამ ფინანსური მხარე ანაზღაურებს. სამსახურში გადაუჭრელი საკითხების განხილვას ცხარე კამათი და შეიძლება კონფლიქტიც მოჰყვეს.
ქალწული
ეცადეთ ამ დღეს მთელი თავისუფალი დრო საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. იყიდეთ თქვენთვის რამე ლამაზი, რაც დიდი ხანია, არ გაგიკეთებიათ.
ამდენი შრომისა და ნერვიულობის შემდეგ ნამდვილად იმსახურებთ, რომ საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. ბოლო დროს ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენი ცხოვრების მეგზური ძალიან შეიცვალა. გირჩევთ გაარკვიოთ რამ გამოიწვია ასეთი ცვლილებები.
სასწორი
თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა უამრავ ადამიანს მიიზიდავს. თქვენს გარშემო ყოველთვის ხალხია, რომლებიც სიამოვნებას იღებენ თქვენთან ურთიერთობით. ბედნიერ ადამიანს ყოველთვის სიამოვნებს, როცა სხვების ბედნიერებას ხედავს. დატკბით გარშემო მყოფთა კეთილგანწყობით და ისიამოვნეთ ცხოვრების მშვენიერი მომენტებით. როდესაც საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ეხება, უჩვეულოდ მომთმენი და გაწონასწორებული ხდებით და დღეს სწორედ ასეთი დღეა. დიახ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რომელიც თქვენს მომავალს შეცვლის.
მორიელი
დილით ანერვიულებული და გაღიზიანებული ხართ, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვლება. სადაც არ უნდა იყოთ, სახეზე ბედნიერი ღიმილი დაგთამაშებთ. ისარგებლეთ ამ მომენტით და ყურადღება გაამახვილეთ მომავალ პროექტებზე, რომლებიც დაუმთავრებელი დაგრჩათ. თუ გონივრულად მოიქცევით, შეგიძლიათ ეს მდგომარეობათქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძალიან უხეში ხართ, თქვენი იუმორის გრძნობა ადამიანებს კეთილად განაწყობს. დღის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ ყველას წარმატებით დაასრულებთ და საღამოს პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ჩვეულზე უფრო კომუნიკაბელური ხართ, რაც სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ეცადეთ თავი შეიკავეთ, რომ ისეთი რამ არ თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. საღამოს, თქვენ გადაწყვიტთ რამდენიმე ადამიანს სიმართლე უთხრათ, მიუხედავად იმისა, რომ მზად არ არიან მის მოსასმენად. თუ ამას ხვდებით, უმჯობესია, გაჩუმდეთ. დღის განმავლობაში შესაძლოა, სტაბილური სამსახურის შესაძლებლობა ან შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ დაუფიქრებლად დათანხმდეთ, რადგან ასეთი შანსი აქამდე არ გქონიათ.
თხის რქა
იშრომეთ და მთელი ენერგია მთავარი საქმისთვის დახარჯეთ - ეს დღევანდელი დღის ლოზუნგია. დილა ჩვეულებრივი რუტინით დაიწყება, მაგრამ ძალიან სწრაფად დამთავრდება და დღესასწაული დადგება. დახვეწილი იუმორის გრძნობა გეხმარებათ, რომ უხერხულ სიტუაციებშიც კი თავი კომფორტულად იგრძნოთ.
თუ გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, შეჩერდით და ეცადეთ სიმართლე გაარკვიოთ. უსამართლობას ვერ იტანთ და ყოველთვის დაჩაგრუელბის მხარეზე ხართ, თუმცა ამ დღეს სოციალურ ურთიერთობებში არ უნდა ჩაერიოთ.
მერწყული
მახვილი გონება და ბასრი ენა გაქვთ. შესაძლოა, ეს დაგეხმაროთ დაწყებული პროექტების დროულად დასრულებაში. ხელმძღვანელობა თქვენი მუშაობით ძალიან კმაყოფილი დარჩება და ისეთი პრემიით დაგაჯილდოვებთ, როგორზეც ვერასოდეს იოცნებებდით. ისიამოვნეთ საკუთარი წარმატებით და შესანიშნავი განწყობით.
მარტო ყოფნა არ გაბედნიერებთ, ამიტომ ეცადეთ ახლობელ ადამიანებს არ დაშორდეთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ღირსეულ ადამიანს შეხვდებით და ლამაზ ურთიერთობას დაიწყებთ.
თევზები
იდეალური დღეა იმისთვის, რომ მატერიალურ კომფორტს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ისიამოვნეთ საზოგადოებრივი ცხოვრებით და განაახლეთ კონტაქტები ძველ მეგობრებთან, რომლებიც თქვენგან მხოლოდ ნიშანს ელიან. დროა, უსმინოთ საკუთარ ინსტინქტებს. შესაძლოა, ისეთი ღირსეული საქმე ჩაიდინოთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი თავით იამაყოთ. კარგია, რომ ადამიანებზე ზრუნავთ, მაგრამ ეცადეთ საკუთარი ინტერესებიც არ დაივიწყოთ.