ცოლებისა და საყვარლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი ესიმპათიურება მამაკაცს ყველაზე მეტად?
12 ადგილი - მორიელი
ის თვალისმომჭრელად ლამაზი, საოცრად მიმზიდველი და ძალიან ჭკვიანია. ამავე დროს, სწორედ ამიტომ ითვლება, რომ მორიელი ქალი მსოფლიოში ყველაზე ცუდი ცოლია. მამაკაცი, რომელიც მის ბადეში გაეხვევა, ნამდვილ მონობაში აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ასეთი მომხიბვლელი ქალბატონის მსახურება საპატიო და სასიამოვნოა, მაგრამ სანამ მის რთულ ხასიათს შეეჩვევით, გამელოტდებით, ერექციული დისფუნქცია დაგეწყებათ და მეგობრების ავტორიტეტს დაკარგავთ.
11 ადგილი - თევზი
ასტროლოგები ამბობენ, რომ თევზ ქალთან ქორწინება სახლში კნუტის მიყვანას ჰგავს, რადგან სარგებელი ორივე შემთხვევაში ერეთნაირია. თევზები ძალიან მიმზიდველები არიან, მაგრამ საღი აზრი და პრაქტიკულობა საერთოდ არ გააჩნიათ, სამაგიეროდ ემოცია არ იციან სად წაიღონ. ემოციურობის მიუხედავად, თევზი მამაკაცს ტვინს არ „უბურღავს“ და ურჩევნია თავისთვის, ჩუმად იტიროს. გაუგებარი მიზეზების გამო, ძლიერი სქესის წარმომადგენლები თევზ ქალებზე დამოკიდებული ხდებიან. ღრუბლებში მფრინავ ქალბატონებთან ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში კი ხანგრძლივი დეპრესია ეწყებათ.
10 ადგილი - ლომი
ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ყველაზე გამბედავ მამაკაცებს შეუძლიათ. ლომი ცოლი არის ფუფუნება, პათოსი, დითირამბები და ყველაფერი მხოლოდ ზეაღმატებულ ხარისხში. არც მოთხოვნები აქვს მოკრძალებული - საუკეთესო ავტომობილები, სამკაულები, კოსმეტიკა სჭირდება. რა თქმა უნდა, ასეთ მტაცებელთან განქორწინება შეიძლება, მაგრამ ძუ ლომის შემდეგ, ყველა ქალი მის საცოდავ ასლად მოგეჩვენებათ.
9 ადგილი - მშვილდოსანი
ქალი -ცეცხლი, ქალი - მოვლენა, ქალი, რომელსაც გაჭენებული ცხენის შეჩერება და ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლა შეუძლია. ძნელია მამაკაცმა მის გვერდით თავისი უპირატესობა იგრძნოს - ეს ვულკანი თავის გზაზე ყველა დაბრკოლებას წალეკავს. თუ ბედმა მისი რჩეულობა გარგუნათ, უნდა გახსოვდეთ, რომ მშვილდოსანი ქალი ყოველთვის მართალია და როგორც ის ამბობს, ყველაფერი ისე იქნება.
8 ადგილი - ტყუპები
ტყუპები ცოლის ყველაზე საშიში და ვერაგი „სახეობაა“. ის იმდენად გამჭრიახია, რომ ადამიანებს თითქოს „შიგნიდან“ ხედავს, ამიტომ ზუსტად იცის, ვინ არის მისი მეუღლე. არც კი ეცადოთ მისგან რამის დამალვა - ეს არის აგენტი 007 კაბაში, უფრო ლიერია, ვიდრე უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი თანამშრომელი. ქალზე დაქორწინებას მხოლოდ ყველაზე თავგანწირული კაცი გადაწყვეტს.
7 ადგილი - ვერძები
საბედისწერო ქალი, პოეტის ოცნება! ვერძი ქალი საუკეთესოა, რაც შეიძლება მამაკაცის ცხოვრებაში მოხდეს. ყოველ შემთხვევაში, თვითონაც ასე ფიქრობს. ის ბოლომდე იბრძოლებს, მაგრამ ქმრის თავიდან აღზრდას შეძლებს. ამისთვის ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენება და დარწმუნებულია, რომ ეს სარგებელს მოუტანს!
6 ადგილი - სასწორი
ჭკვიანი, ლამაზი, შესანიშნავი საყვარელი და კულინარი - დიახ, ეს სასწორი ცოლია და მას ნებისმიერი მამაკაცის ოცნებას უწოდებენ. მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ” - ეს ყველაფერი მხოლოდ იმ დღეებშია, როდესაც მისი უდიდებულესობა ინებებს. დანარჩენ დროს სასწორის რჩეულს უსასრულო ბუზღუნი და აუტანელი ისტერიკები ელოდება.
5 ადგილი - ქალწული
ქალწული ცოლი საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა. ის ქორწინებაში პარტნიორობის მომხრეა და მის სურვილს წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს. ქალწული ილუზიების შემქნაში ვირტუოზია. თუნდაც მამაკაცს ეგონოს, რომ ოჯახში ყველაფერზე პასუხისმგებელი თავადაა, ადრე თუ გვიან მიხვდება ვინაა ნამდვილი უფროსი.
4 ადგილი - კურო
ასეთ ქალზე უყოყმანოდ უნდა დაქორწინდეთ, განსაკუთრებით თუ ძალიან მხიარული და არც ისე მდიდარი ხართ. ის ძლიერი, ჭკვიანი, ლამაზი გარეგნობის ქალია,მაგრამ მთავარია, რომ მისი ძლიერი ნებისყოფა უკან არ დაიხევს, სანამ რჩეულიდან წარმატებულ მამაკაცს არ შექმნის. თუ მზად ხართ მისი აღზრდის მეთოდებს დაეთანხმოთ (მაგალითად, თქვენს თავზე მფრინავი თეფში ან ლარნაკი) მაშინ უკან არ დაიხიოთ.
3 ადგილი - თხის რქა
იდეალური მამაკაცი იდეალური ქალის ქმარი უნდა იყოს - ასე ფიქრობს ეს ქალბატონი, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და ემოციებს არანაირად არ ექვემდებარება. პარტნიორის არჩევისას, თხის რქა ქალები მხოლოდ სარგებლის მიღებით ხელმძღვანელობენ, რადგან სიყვარული არასერიოზულობად მიაჩნიათ.
2 ადგილი - მერწყული
მერწყული ქალები თითქმის ყველა მამაკაცის გულის მალამოები არიან. მარადიულად ახალგაზრდა, პოზიტიური, ჰაეროვანი, მხიარულების მოყვარული და ოდნავ წინააღმდეგობრივია, მაგრამ ის არასოდეს „უბურღავს“ ტვინს მამაკაცს და ქმნის მხიარულ ატმოსფეროს. ამასთან, თუ ულტიმატუმებს წაუყენებთ ან ბანალურად ეცდებით შეთანხმებას, შეიძლება რკინაბეტონის კედელს შეეჯახოთ. მერწყულის ლოიალობა მირაჟია და ის თავისუფლებას არაფრის ფასად დათმობს.
1 ადგილი - კირჩხიბი
და აი ისიც! საუკეთესო ცოლებისა და საყვარლების რეიტინგის მთავარი გმირი. კირჩხიბი ქალისთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო ოჯახური კერა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ენერგიის მიღებაში და სამყაროს დაპყრობაში ეხმარება. კირჩხიბი ქალი იდეალური დედაა, გონებამახვილი მოსაუბრე და შესანიშნავი დიასახლისი. ის აღმერთებს ქმარს და მის ნათესავებსაც კი. ერთი სიტყვით, ამ ქალს ნაკლი არ გააჩნია. წვრილმანი ქალური შანტაჟი და ისტერიკები არ ითვლება!