ინფიცირებული 50-ზე მეტი მემანქანე და მეტროპოლიტენში დაუცველი უსაფრთხოება - არასამთავრობო სექტორი მეტროში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვს
50-ზე მეტი დაინფიცირებული მემანქანე და გაურკვეველი მდგომარეობა თბილისის მეტროპოლიტენში - არასამთავრობო სექტორი იქ არსებული ვითარების დეტალურად შესწავლის მიზნით შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვს.
მათი განცხადებით, მეტროპოლიტენში არ იყო დაცული უსაფრთოხების ნორმები, რამაც დიდი რაოდენობით თანამშრომლების დაინფიცირება გამოიწვია.
"არიან დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პირები, 50 ადამიანი დაახლოებით, ასეთ დროს სამწუხაროდ, დამსაქმებელი დასაქმებულებს არ ესაუბრება. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ შრომის ინსპექცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყება ჩაერთოდ ამ საქმეში და გამოკვლიოს რა მდგომარეობაა რეალურად მეტროში", - განაცხადა საიას წევრმა მერაბ ქართველიშვილმა.
თბილისის მერიის თქმით, მეტროს გაჩერება უწყაბათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ხდება და მემანქანეების ინფიცირებას ამასთან კავშირი არ აქვს.
წყარო:newpost.ge