ახალი მონაცემებით კოვიდსტატისტიკაში კვლავ დედაქალაქი ლიდერობს
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს დადასტურებული 4 780 შემთხვევიდან, 1 863 თბილისში, ხოლო აჭარაში 664 შემთხვევა გამოვლინდა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 863 შემთხვევა, აჭარაში-664, იმერეთში-648, ქვემო ქართლში-319, შიდა ქართლში-259, გურიაში-102, სამეგრელო-ზემო სვანეთში-385, კახეთში-280, მცხეთა-მთიანეთში-128, სამცხე-ჯავახეთში-89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 3470 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 102270-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1124 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2071 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6145 პაციენტი. კოვიდ სასტუმროში 3 723 ადამიანი იმყოფება.