თერჯოლის სოფელ ეწრის სკოლის დირექტორი კორონავირუსს ემსხვერპლა
კორონავირუსით თერჯოლის სოფელ ეწრის სკოლის დირექტორი გარდაიცვალა. გავრცხელებული ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
"60 წლის ისე უხმაუროდ გახდა, არადა როგორი ჩანაფიქრი გვქონდა. დაბადების დღის მილოცვაც ვერ მოვახერხეთ, თუმცა უპირველესი სურვილი ყველას ერთი გვქონდა – ჯანმრთელი დაგვბრუნებოდა.
თუკი ვინმე შეიძლება, გამორჩეული გვყოლოდა, ეს დათო არაბიძე იყო. არაჩვეულებრივი მეგობარი იყო, იმედიანი და თანამგრძნობი, რამდენ ლამაზ დღეს ვგეგმავდით მასთან ერთად, როცა ეს დაწყევლილი პანდემია დამთავრდებოდა", - აცხადებენ გარდაცვლილის კოლეგები.
წყარო:newpost.ge