თეგებით ძიება

როგორ გავიაროთ მთვარის დაბნელების დერეფანი - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან

უახლოეს მომავალში ჩვენ გველოდება მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები:
მთვარის დაბნელების დერეფანი 30.11.2020წ.
მზის დაბნელების დერეფანი 14.12.2020წ.

შევდივართ წლის მნიშვნელოვან და გარდამავალ პერიოდში. ეს წელი სრულდება აღნიშნული მოვლენების გამო ტრანსფორმაციული დერეფნების გავლით.

დღეიდან უკვე მთვარის დაბნელების ზეგავლენა თითოეულ ადამიანის ენერგეტიკაზე აისახება.

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გასუფთავებისთვის, გადატვირთვისთვის და დასკვნების გამოტანისთვის.

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოახდინოთ დადებითი მოვლენების მოზიდვა და მისცეთ ცხოვრებას ახალი იმპულსი.

საფუძველი ეყრება მომავალ წელს და ამ პერიოდით ვღებულობთ უნიკალურ შანსს, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე ის, რაც არ გვაწყობს და არ მოგვწონს;

ეხლანდელი არასასურველი მოვლენები გადავწეროთ სასურველ მოვლენებად;

მივცეთ მომავალს ახალი იმპულსი;

მოვახდინოთ დადებითი გავლენა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სფეროებზე: ურთიერთობებზე, ფინანსებზე, თვითრეალიზაციაზე და სულიერ ზრდაზე...

იმისათვის, რომ დაბნელების კორიდორი ეფექტურად გაიაროთ, გაიარეთ გადატვირთვის პროცესი, გთავაზობთ რეკომენდაციებს:
დაასრულეთ ამ წელს დაწყებული საქმეები;
გაუშვით ტრამვები, შიშები, წყენები და ტოქსიკური ადამიანები თქვენი გარემოცვიდან;
მოაგვარეთ და გააუმჯობესეთ ოჯახის წვერებთან ურთიერთობები, იმუშავეთ საგვარეულო ხაზით;
გაეცით საჩუქრები, იყავით ქველმოქმედნი შეძლების ფარგლებში და უანგაროდ იმოქმედეთ;
იმედიტირეთ, ისეირნეთ თუნდაც დღეში 10-15 წუთი;
არ მიიღოთ აჩქარებული და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები;
ყურადღება მიაქციეთ ემოციურ მდგომარეობას და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტებს.
რამდენადაც გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატიურს, იმდენად შეძლებთ შექმნათ ახალი შესაძლებლობებით და პოზიტივით სავსე სივრცე მომავალ წელს.

გთავაზობთ ბედნიერი ცვლილებისათვის დამხმარე ლოცვასა და დავალებას.

იმისათვის, რომ თითოეულის ტრანსფორმაციულმა დერეფანმა ნაყოფიერად და სწორად გაიაროს, სთხოვეთ მაღალ ძალებს დახმარება, რადგან უმეტეს შემთხვევაში ადამიანის გონიერება დამოუკიდებლად ვერ აცნობიერებს თუ რა მხრივ ჭირდება ტრანსფორმაცია და ცვლილებები, ამიტომ მიმართეთ ლოცვით და აუცილებლად შემოქმედი მოგივლენთ უზენაეს დახმარებას, რათა მიიღოთ ზუსტად იმ მხრივ განკურნება, რაც თქვენთვის ამ ეტაპზე არის აუცილებელი...

როგორ გავიაროთ მთვარის დაბნელების დერეფანი - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან


გთვაზაბოთ დერეფნის გავლის პროცესში ყოველდღიურად წარმოსათქმელ "ვიბრაცების ასამაღლებელ ლოცვას“
ვთხოვ მთავარანგელოზს და მის იერარქიაში მყოფ ანგელოზთა ლეგიონს, ჩემს მფარველ ანგელოზს, ჩემს მაღალ მეს განმკურნოს და ამიმაღლოს ვიბრაციები ყველა სხეულის დონეზე: ფიზიკურ, მენტალურ, სულიერ, ეფირულ სხეულის დონეზე, რომელიც მომცემს მიმართულებას განვითარების გზაზე,
მე მადლიერი ვარ მაღალი ძალების ყველა დახმარებისათვის!
მე ვთხოვ მთავარანგელოზ მიქაელს და რაფაელს განკურნოს ჩემი ყველა ზევით ჩამოთვლილი სხეული, ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეზე და შეავსოს ჩემი ყველა სხეული ნათელი, ღვთიური სიყვარულის მკურნალი ენერგიით.
მე გახსნილი გულით მადლიერი ვარ ყველა ნათელი ენერგიების ჩემი ცვლილებისათვის, ტრანსფორმაციისათვის, რომელიც სასიკეთო იქნება ჩემთვის, გარშემომყოფებისათვის და მთლიანად სამყაროსთვის!

დავალება: შეადგინეთ დაუსრულებელი საქმეების სია.
სანამ დავალებას გააკეთებთ მინი მედიტაცია, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ და შეიგრძენით თქვენი სხეული, ამის შემდეგ, როდესაც იგრძნობთ გონება და ემოციები დამშვიდდა, შეეკითხეთ საკუთარ თავს:
"ყველაზე მეტად რა გაწუხებთ ამ ეტაპზე?
რა კითხვები არ გასვენებთ?
რომელი დაუსრულებელი საქმეები გაწუხებთ შინაგანად?

ამის შემდეგ გაახილეთ თვალები და დაიწყეთ ყველაფრის ჩამოწერა, რაც აზრებად მოვა.
ეს შეიძლება იყოს: დაუსრულებელი პროექტები, შეპირებული დაპირებები, ადრინდელი გადადებული საქმეები, რაზეც დრო არ გყოფნიდათ, შეხვედრები, ფინანსური ვალები, გადაუხდელი ჯარიმები...

ეს სია დაყავით ორ ეტაპად, ის რისი დასრულებაც შეგიძლიათ, იმოქმედეთ ან მიაწერეთ თუ რა დროში შეგიძლიათ ამ ყოველივეს დასრულება.
ხოლო თუ არის ისეთი საქმეები, რამაც ამ ეტაპისთვის აქტუალურობა დაკარგა, უბრალოდ მიაწერეთ, რომ აქტუალური აღარ არის. მთავარი აზრია არააქტუალური საქმეების განულება და დაწყებულის საქმეები წლის ბოლომდე დასრულება. იმისათვის, რომ სივრცე გამოათავისფულოთ ახალი შესაძლებლობებისათვის და ცვლილებებისათვის მომავალ ახალ წელს.

ამ დავალების შემდეგ, როგორც წესი, შვება უნდა იგრძნოთ, მნიშვნელოვანი საქმეები ბოლომდე მიგყავთ და არააქტუალურს ანულებთ.

იმისათვის, რომ გონებამ მიიღოს სიგნალი, არააქტუალური საქმეების განულების, შეგიძლიათ ამისათვის, ეს ჩამოწერილი სია უბრალოდ დაწვათ, ცეცხლის სტიქიით ენერგეტიკული გასუფთავება შესანიშნავი სიმბოლური პროცედურაა.

ასევე გთვაზობთ ამ პროცესის შესაბამის პოზიტიურ აფირმაციას, რომელიც შეგიძლიათ იმეოროთ დღის განმავლობაში, შეგმატებთ ენერგიასა და ძალას ბედნიერი ცვლილებისათვის!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა