29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ და სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევის იმაზე მეტი შანსი გექნებათ, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.
თავს კმაყოფილად იგრძნობთ და შესანიშნავ განწყობას ახლობელ ადამიანებს გაუზიარებთ. გაატარეთ თავისუფალი დრო ამ ადამიანების გვერდით და აჩვენეთ, რომ სწორედ ის ხართ, ვინც მათ სჭირდებათ. შესანიშნავი საღამოა იმისთვის, რომ სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ცოტა განიტვირთოთ.
კურო
ამ დღეს უფრო კომუნიკაბელური ხართ, ვიდრე ოდესმე, რაც ნებისმიერი თავყრილობის ცენტრად გაქცევთ. ახალი, კრეატიული იდეებით სავსე ხართ და ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებით, რადგან მზად ხართ ნებისმიერ დროს დაეხმაროთ. ისიამოვნეთ ამ შესაძლებლობით. ამავე დროს, ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები. ურთიერთგაგების არარსებობამ შეიძლება ოჯახშიკონფლიქტის მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.
ტყუპები
შესაძლოა, გარშემომყოფებმა თქვენი პასუხისმგებლობა შეგახსენოთ და ეცადეთ, ამას სერიოზულად მოეკიდოთ. ხშირად ცდილობთ, რომ სამუშაოს დასრულება სამომავლოდ გადადოთ, მაგრამ დღეს ყველაფერს რეკორდულ დროში გააკეთებთ და თქვენი ნამუშევრით ყველა კმაყოფილი დარჩება. საინტერესო თავგადასავალი გელით, ამიტომ გირჩევთ მიიღოთ მიწვევაზე უარი არ თქვათ, როგორ სულელურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ. ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, იზრუნეთ იმუნური სისტემის გაძლიერებაზე. საღამოს ახლობელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს გაგიკეთებთ.
კირჩხიბი
დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და ვერავინ შეძლებს თქვენს გადარწმუნებას. დაიცავით საკუთარი პრინციპები. ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ეცადეთ ყოველთვის ფორმაში იყოთ. გამორიცხული არ არის, რომ ფინანსური დახმარება მიიღოთ იმისგან, ვისგანაც არ ელოდით. შეიძლება ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, სიყვარულში გამოგიტყდეთ და თუ მარტოხელა ხართ, ლამაზი რომანი დაიწყება.
ლომი
წარმატებული დღეა, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც თქვენ გსურდათ. ყურადღების ცენტრში ხართ. თქვენი პროფესიული საქმიანობა და პირადი ცხოვრება გარშემომყოფებს შთააგონებს. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და გახსოვდეთ, რომ დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება აუცილებელია, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგექმნათ.
ქალწული
ამ დღეს ჩვეულებრივზე მეტი პრობლემა ახლავს, თუმცა ამან საკუთარ თავზე ზრუნვაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ. გირჩევთ სხვების გასაკეთებელი საქმის კეთების ჩვევისგან გათავისუფლდეთ. ეს მავნე ჩვევაა, რომელიც კარგს არაფერს მოგტანთ. ეცადეთ საკუთარ საჭიროებებზე მეტი იზრუნოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელ ადამიანთან ვიღაცის ბოროტი ჭორების გამო იჩხუბოთ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. ერიდეთ გულახდილ საუბარს ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრისგან სასიხარულო ამბავს გაიგებთ.
სასწორი
ვალდებულების აღების დღეა, თქვენი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.დაფიქრდით ყველა დეტალზე, რომ ღირსეული გამარჯვება მოიპოვოთ.
თქვენ ერთდროულად ძალიან ბევრ საქმეს შეეჭიდეთ, ამიტომ კარგი იქნება თუ დროებით სამუშაო დაივიწყებთ და კარგად დაისვენებთ.
მორიელი
თქვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ და დროა, დამსახურებული გამარჯვებით დატკბეთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, რომელსაც თქვენი ყურადღება აკლია.
გახსოვდეთ ცხოვრება მხოლოდ მუშაობა არაა, ვეღარასოდეს აინაზღაურებთ იმ დროს, რომელსაც ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას აკლებთ. შესანიშნავი იქნება, თუ თქვენს საქმიანობაში მათაც ჩართავთ და სასიამოვნოს და სასარგებლოს ერთმანეთს შეუთავსებთ. ბრწყინვალე ინტელექტი კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოაწყვეთ ოჯახის წევრებისთვის პატარა ზეიმი და ყველა პრობლემა მოგვარდება... უმეტესობა მაინც.
მშვილდოსანი
ემოციები გიშლით ხელს ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეებისგან, რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა მოგეგვარებინათ. გაანაწილეთ საკუთარი დრო ისე, რომ ყველაფერი მოასწროთ, განსაკუთრებით ფინანსური საკითხები. ვარსკვლავები სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებიან. ნუ დაადანაშაულებთ ოჯახს თქვენს პრობლემებში და ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები. საღამოს გასეირნება დაგამშვიდებთ და დადებით განწყობას დაგიბრუნებთ.
თხის რქა
თავს შესანიშნავად იგრძნობთ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ,როგორ შეიძლება სხვაგვარად იგრძნოთ? პირად ცხოვრებაში ორი სიახლე გელით. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დაინახავთ ამას და ზოგადად, რისი დანახვა გსურთ. ოჯახის რომელიღაც წევრი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ.
მერწყული
პოზიტიური ადამიანი ხართ, მაგრამ დღეს ვიღაც თქვენი გარემოცვიდან გულს გატკენთ და განმარტოვებას არჩევთ, რომ თქვენს „სამალავში" მარტო დარჩეთ.
ზოგადად, გაითვალისწინეთ, რომ პოზიტიურმა ადამიანებმა პოზიტიურებთან უნდა იკონტაქტონ. არაფერში გჭირდებათ უარყოფითი ენერგია „გარედან“.
შესაძლოა, გავლენიან ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს და უარს ნუ ეტყვით, რადგან თქვენი სიკეთის გამო კარგად დასაჩუქრდებით.
თევზები
შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო პროექტიდან მიწვევა მიიღოთ. ხელიდან არ გაუშვათ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნის შანსი. რაც უფრო ხშირად გააკეთებთ ამას მით უფრო გამყარდება თქვენი ურთიერთობები და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გეგმავთ. თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ, მაგრამ გული შეცდომების დაშვების საშუალებას არ მოგცემთ. გირჩევთ მხოლოდ საკუთარი ბედნიერების შესახებ იფიქროთ.