1 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ვერძებო, საკუთარ მოქმედებებს უნდა გადახედოთ. განსაკუთრებით იმას, თუ როგორ რეაგირებთ გარშემო მყოფ ადამიანებზე. ზოგჯერ, თქვენი იმპულსური მოქმედებები ადამიანებს თქვენს წინააღმდეგ განაწყობს. თავი შეიკავეთ სპონტანური მოქმედებებისგან იმ ადამიანებთან მიმართებით, ვინც ამას არ იმსახურებს. გამოიჩინეთ სიბრძნე და ნუ ადამიანებს საკუთარი პრობლემების მიხედვით ნუ შეაფასებთ. დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საყვარელ ადამიანს დაეხმაროთ - იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ მისი ემოციური დამშვიდება. დაიმახსოვრეთ, რომ ადრე თუ გვიან ადამიანს საკუთარი სიკეთე უბრუნდება.
კურო
ეცადეთ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა სიახლეებით გაამდიდროთ და ამისთვის მადლობელი დაგრჩებათ. საკმაოდ გამბედავი ხართ იმისთვის, რომ თქვენს ურთიერთობებში პირველი ნაბიჯი გადადგათ და არასწორი რეაქციის არ შეგეშინდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ ვიღაც შეეცდება საკუთარი მოსაზრება თავზე მოგახვიოთ და საერთოდ არ იფიქრებს იმაზე, რომ ამით ტკივილს მოგაყენებთ. თავდაჯერებულობისა და სიამაყის გარდა, თქვენი ზოდიაქოს ნიშანს გულწრფელობაც განსაზღვრავს. ამ დღეს უარავი საინტერესო თავგადასავალი გელით, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ოჯახს, რომელსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობის მომხრე ხართ და ამ დღეს ყველაფერი ასეც იქნება. ურთიერთობების მიმართ თქვენი სერიოზული დამოკიდებულება თავდაპირველად, შეიძლება უცნაურად გამოჩნდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები დინამიურები არიან და ნებისმიერ დროს მზად არიან დახმარებისთვის. დღის დასაწყისში შეიძლება მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. საღამოსთვის სასიხარულო ცნობა განწყობას გაგიუმჯობესებთ, ახლობელი ადამიანი კი საინტერესო სიურპრიზს გაგიკეთებთ.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენ ლიდერი ხართ, ამიტომ გარშემომყოფები თქვენზე და თქვენს პოტენციალზე იქნებიან დამოკიდებული. თქვენ შეძლებთ მოაწესრიგოთ და დროულად დაასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი მგრძნობელობა ზოგჯერ ნეგატიურ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში.
მაშინაც კი, თუ დღეს კონფლიქტით დაიწყებთ, დღის განმავლობაში მოულოდნელ მეგობრებს შეიძენთ. შეეცადეთ უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ ცხოვრებას, ამისთვის ყველა მიზეზი გაქვთ.
ლომი
ამ დღეს განსაკუთრებულად თავდაჯერებულად მოქმედებთ, ამიტომ თქვენი საქმეები სერიოზულად წაიწევს წინ. მთელი ყურადღება სამომავლო გეგმებზე გადაიტანეთ და ეცადეთ მოტივაციის ასამაღლებლად, ყოველ დღე რაღაც ახალი გააკეთოთ. ყველა შანსი გაქვთ მიიღოთ ის, რაც გსურთ. ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ეჭვიან ნიშანს ხშირად აქვს განცდა, რომ მასთან ყველა ადამიანი ტყუის. მიუხედავად იმისა, რომ ლომები ყოველთვის ახერხებენ სირთულეებთან გამკლავებას, დღეს მათ სხვადასხვა სფეროში პრობლემები ელით.
ქალწული
გრძნობთ, რომ პირად ცხოვრებაში მეტი წესრიგი და სიმშვიდე გჭირდებათ. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და სასიამოვნო თემებზე იფიქროთ. ზოდიაქოს ყველაზე ერთგულ ნიშანს პირად ცხოვრებაში ცვლილებები სჭირდება, მაგრამ დაფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სინანული შეიძლება მომდევნო დღეს, მომდევნო კვირას ან მომდევნო თვეს გეწვიოთ.
სასწორი
ამ დღეს კოლეგებთან სრული ურთიერთგაგება გაქვთ, რაც ახალ პროექტში საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. გუნდური მუშაობა შესანიშნავ შედეგის საფუძველია. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ქალაქის აურზაურს თავის დააღწიოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. პარკში უბრალო გასეირნებაც კი მოდინების და განტვირთვის შესაძლებლობას მოგცემთ.
მორიელი
აღფრთოვანებული ხართ ადამიანით, რომელიც თქვენს გარემოცვაში ახლახან გამოჩნდა. მასთან დამყარებული კავშირი მოტივაციას და კეთილდღეობის განცდას მოგანიჭებთ და დაგროვილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. სიმშვიდე თქვენი ძლიერი მხარე არაა. გირჩევთ საკუთარი ემოციების კონტროლი ისწავლოთ.
დილა მცირე იმედგაცრუებით დაიწყება, რაც ძალიან გაგაბრაზებთ, მაგრამ დღის ბოლოს კარგი განწყობა დაგიბრუნდებათ.
მშვილდოსანი
ამის იმედი არასოდეს გქონდათ, მაგრამ თქვენი გეგმების განსახორციელებლად საჭირო რესურსებს მიიღებთ. თქვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს - საბოლოოდ მიიღეთ ის, რაც გინდოდათ. ეს სასარგებლოდ აისახება თქვენს ოჯახურ ცხოვრებაზე, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გამოთვალოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ავტორიტეტული ხართ, შეეცადეთ დღეს საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. ოჯახთან ან მეგობრებთან დაკავშირებული გეგმები შეიძლება გაუთვალისწინებელი სიტუაციების გამო შეიცვალოს.
თხის რქა
თუ ბევრი ფულის დახარჯვას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, არის თუ არა ეს ინვესტიციისთვის შესაფერისი დროა. შესაძლოა ფული სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით დაგჭირდეთ. კარგად იფიქრეთ ან ვინმეს რჩევა კითხეთ. სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ მოგვარებადი. ამ დღეს თხის რქა მარტოობისკენ არის განწყობილი, თუმცა ყველაფერზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებს. მთლიანობაში, საკმაოდ დაძაბული დღეა, რომელიც დასვენების აუცილებლობაზე დაგაფიქრებთ.
მერწყული
ეს დღე ცხოვრების ყველა სფეროში უამრავ სასიამოვნო სიახლეს გპირდებათ. თავს ბედნიერად იგრძნობთ, როდესაც ნახავთ, რომ ახლობელი ადამიანები თქვენს გვერდით არიან. ხვდებით, რომ პირადი ურთიერთობების გაუმჯობესება იწყება. გსურთ, რომ პირადი ურთიერთობები ახალ ეტაპზე აიყვანოთ და ხელიდან გაშვებული წუთები დაიბრუნოთ. გაიღიმეთ, რადგან უარესებიც გინახავთ და ყველაფერს თავი გაართვით. ეს თქვენთვის კარგიგაკვეთილი იყო. ასე, რომ სამუშაო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ოჯახს ყურადღება არ უნდა მოაკლოთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად, კარიერული წინსვლისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის. ყველა შანსი გაქვთ, რომ თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად, ღირსეული ადგილი დაიკავოთ. თევზმა ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კარგად იცის როგორ აიცილოთ თავიდან უსიამოვნო სიტუაციები. დღეს სიყვარული პირველ ადგილზეა, ამიტომ საყვარელ ადამიანთან უნდა ისაუბროთ. ასევე, კარგი დღეა საკუთარი აზრების გაზიარებისა და სხვა ადამიანების მოსმენისთვის. ეს მომავლისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.