რას ნიშნავს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი?
ნუმეროლოგია ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაშიფროთ საბედისწერო ნიშნები და მომავლის პროგნოზირებაც კი მოახერხოთ.
არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სიმბოლოებად გვევლინებიან. მათ შეუძლიათ ი საფრთხის შესახებ გვამცნონ და მოახლოვებული უბედურება იწინასწარმეტყველონ.
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის დაბადების წლის ბოლო ციფრს უნიკალური მნიშვნელობა აქვს. მისი გაშიფვრა რომ შევძლოთ ძველ ჩინურ კალენდარს უნდა მიმართოთ. ამ კალენდრის თანახმად, დროის ყოველი მომენტი ხუთი ელემენტიდან ერთს ექვემდებარება: წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი და ხე. ისინი, თავის მხრივ, გავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზე, ჩვევებსა და შესაძლებლობებზე. ჩვენ გიამბობთ რას ნიშნავს ეს ციფრები.
0-1 - სტიქია - მეტალი
„მეტალის“ ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 0 და 1) ძალიან სიცოცხლისუნარიანები და დამოუკიდებლები არიან, რაც ძლიერი ხასიათით არის განპირობებული. მათ საკუთარი თავი უყვართ, მაგრამ ამასთან ერთად, სხვებზეც ზრუნავენ. ისინი, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულები არიან, მაგრამ გარეგანი ზეწოლის შემთხვევაში, სიმტკიცეს იჩენენ და თავს ბოლომდე იცავენ. ამ ელემენტის წარმომადგენლები მიზანდასახულები და მოწესრიგებულები არიან. ყოველთვის და ყველაფერში იცავენ ბალანსს. ისინი საიმედოობით და სიმტკიცით გამოირჩევიან, თუმცა ცდილობენ თავი ყველასგან შორს დაიჭირონ. არ უყვართ ბრბოში ტრიალი. როდესაც „მეტალის“ ადამიანებმა იციან რა უნდათ, ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებთ. ისინი ყველა პრობლემას მარტივად აგვარებენ. მათ მარტოობის არ ეშინიათ და ერთადერთი, რასაც ითხოვენ სოციუმისგან – მათი წარმატების და დამსახურების აღიარებაა. ამ ხალხის ნაკლი ის არის, რომ დროდადრო, იმპულსურები არიან. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ყოველთვის ისწრაფვიან ფულის, ფუფუნების და ხელისუფლებისკენ. ხშირად ჯიუტები არიან და უსაფუძვლო კამათიც უყვართ.
„მეტალის“ ადამიანები - დაბადებით სამართლიანობისთვის მებრძოლები არიან, ამიტომ მათი მოღვაწეობისთვის საუკეთესო სფერო – იურისპრუდენციაა. ისინი კარგი ადვოკატები და პოლიტიკოსები არიან. კარგად ართმევენ თავს დიდი საწარმოს და ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. წარმატებული კარიერის გამო, მზად არიან უარი თქვან პირად ბედნიერებაზე და ოჯახურ კეთილდღეობაზე. ეს იმიტომ ხდება, რომ „მეტალებს“ მარტოობა უყვართ. მუდმივად აკონტროლებენ საკუთარ თავს და გასაქანს არ აძლევენ გრძნობას, რადგან მას სისუსტის გამოვლინებად მიიჩნევენ.
სეზონი –შემოდგომა. ფერი – თეთრი. მგრძნობიარე ორგანო – ფილტვები და სუნთქვის სისტემა. რეკომენდაცია – უნდა ერიდნენ ნესტიან და ბნელ ადგილებს.
2-3 - ელემენტი - წყალი
„წყლის ადამიანები“ (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 2 და 3) მომხიბვლელები და გულისხმიერები არიან, ასევე მათ აქვთ თანაგრძნობის უნარი. ისინი ძალიან მოქნილები არიან და დინების მიმართულებით შეუძლიათ ცურვა. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანები და კრეატიულები არიან. კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ და საუკეთესო ფილოსოფოსებად და მოაზროვნეებად ყალიბდებიან, დამოუკიდებლები არიან და ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პროფესიას ითვისებენ. წყლის წარმომადგენლები კომუნიკაციისა და დარწმუნების იდეალური უნარით გამოირჩევიან. ასევე უნდა აღინიშნოს, მათი განსაკუთრებული ნიჭი დიპლომატიის სფეროში. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ისინი იმას ამჩნევენ, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩება. კარგი ორგანიზატორები და კარგი შემსრულებლები არიან. ეს ადამიანები შეიძლება გულჩათხრობილები და არაგულწრფელები იყვნენ, თავიაანთი საიდუმლო არავის გაანდონ. ისინი ასევე, მანიპულირების მიდრეკილებაშიც არიან შემჩნეულები. ყველაფერში და ყოველთვის იოლი და მსუბუქი გამოსავლის პოვნას ცდილობენ და ხშირად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ. ამ პრობლემას თავი რომ დააღწიონ, ფეხზე მტკიცედ დგომა უნდა ისწავლონ და საკუთარი გზით იარონ.
„წყლის ადამიანების“ მოღვაწეობის იდეალური სფერო ბიზნესი და ხელოვნებაა.
სეზონი – ზამთარი. ფერი – შავი. მგრძნობიარე ორგანო – ძვლები. რეკომენდაცია – რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები წყლიან ადგილებს უნდა ერიდონ.
4-5 - ელემენტი - ხე
ადამიანები, რომლებსაც ხის სტიქია მფარველობს (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 4 და 5) ძალიან ხელგაშლილები და პრინციპულები არიან, უყვართ სამყაროს კვლევა და მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და კიდევ იმით გამოირჩევიან, რომ აქვთ სხვების დარწმუნების იშვიათი უნარი. „ხის ადამიანები“ ელეგანტურები, არტისტულები და კრეატიულები არიან, რაც ყველაფერზე აისახება, რასაც კი ხელს მოკიდებენ. ისინი ძალიან შრომისმოყვარულები არიან და ყოველთვის ეძებენ საქმეს, რითაც დაკავდებიან. საკუთარი თავის რწმენა – ეს მათი ხასიათის საუკეთესო თვისებაა. „ხის ადამიანები“ ყოველთვის მადლიერები არიან იმისთვის, რაც გააჩნიათ და ფუფუნებისკენ არ ილტვიან. ისინი ერთგული მეგობრები არიან, შეუძლიათ გუნდური მუშაობა და აქვთ სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის უნარი. მათი ნაკლი მეტისმეტი მფლანგველობაა. გარდა ამისა, ისინი საკუთარ თავზე იმაზე მეტ ვალდებულებას იღებენ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ. ამას კი არავისთვის მოაქვს სარგებელი.
„ხის ადამიანებმა“ უნდა ისწავლონ საკუთარი თავის შეზღუდვა და ძალების სწორედ გადანაწილება. ხის სტიქიის ადამიანებს შორის წარმატებული ფერმერები, მხატვრები, პოეტები, ჟურნალისტები და მწერლები არიან. მათ შეუძლიათ შთაგონების წყარო სულ უბრალო რაღაცეებში იპოვონ. მათთვის ცხოვრება წარმოუდგენელია შემოქმედებითი ენერგიის გარეშე.
სეზონი – გაზაფხული. ფერი – მწვანე. მგრძნობიარე ორგანო – ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი. რეკომენდაცია – უნდა მოერიდნენ რეგიონებს, სადაც ძლიერი ქარები იცის.
6-7 - ელემენტი - ცეცხლი
ცეცხლის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 6 და 7) თავგადასავლების მოყვარულები არიან და არასოდეს ამბობენ უარს ახლის სწავლაზე. ისინი ძალიან აქტიურები და ენერგიულები არიან, აქვთ ხელმძღვანელობის და ორგანიზატორობის ნიჭი. მოსწონთ კონკურენცია და გამარჯვება. „ცეცხლის“ ადამიანები, როგორც წესი, მიმზიდველები და მომხიბვლელები არიან, ვერ იტანენ მარტოობას, მათ ხალხში ტრიალი და მუდმივად მოძრაობა მოსწონთ. გარდა ამისა, ისინი ოჯახის წევრებზე ძლიერ მიჯაჭვულები არიან და ოჯახურ კავშირებს მხარს უჭერენ. მათ ძალიან მაღალი თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა აქვთ, ჭკვიანები და მეგობრულები არიან, აქვთ ორატორობის ნიჭიც. „ცეცხლოვანების“ ნაკლი აგრესიულობა და ის არის, რომ ნებისმიერ ფასად ცდილობენ, საკუთარი სურვილების შესრულებას. გარდა ამისა, მეტისმეტად ემოციურები, მოუთმენლები, ეგოისტურები და ამბიციურები არიან. ისინი ნაკლებად უწევენ ანგარიშს სხვა ადამიანებს.
ყველაზე ხშირად, ეს ადამიანები მასწავლებლის და ექიმის პროფესიას ირჩევენ. აქვთ წერის ნიჭიც. ხშირად ხდებიან ხელმძღვანელები, სამართლიანობისთვის მებრძოლები, ლიდერები და ორგანიზატორები. ისინი დიქტატურის და ავტორიტარიზმის დამყარების მომხრეები არიან, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების სათავეში თავად იქნებიან.
სეზონი – ზაფხული. ფერი – წითელი. მგრძნობიარე ორგანო – გულ-სისხლძარღვთა სისტემა. რეკომენდაცია – სიცხეს უნდა ერიდნენ და ემოციებს არ აჰყვნენ.
8-9 - ელემენტი - დედამიწა
მიწის ელემენტის ადამიანები (დაბადების წლის ბოლო ციფრებია – 8 და 9) საიმედოები და მომთმენები არიან. მიწის ძალა მათ ახლობელი ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობას ანიჭებს. ისინი ამბიციურები და ამავდროულად, იდეალისტებიც არიან. მიწიერ პრობლემებს ეტაპობრივად, ფხიზელ გონებაზე აგვარებენ და კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია.
„მიწის“ ადამიანები აფასებენ ეთიკას და დისციპლინას. მათ, კონსერვატიული ხასიათის წყალობით, შეუძლიათ გონივრულად გამოიყენონ საკუთარი რესურსები.
„მიწის“ ადამიანებს კარგი ურთიერთობა აქვთ ფულთან. მათ შეუძლიათ საგნების და მოვლენების პერსპექტიულ ჭრილში დანახვა. ისინი ემოციებს არ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება აქვთ, რომ სხვებს უყვარდეთ. „მიწიერებს“ არ უყვართ თავგადასავლები. არიან სასტიკები და ჯიუტები. მათ ყველაფრის კონტროლი უნდათ და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესებით და გამორჩენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად, გაურკვევლობა აშინებთ, თან იმდენად, რომ შეიძლება ამის გამო, დეპრესიაშიც კი ჩაცვივდნენ.
მიწის სტიქიის ადამიანები კარგი სტრატეგები არიან. მათი მოღვაწეობის სფეროებია: ვაჭრობა, ლანდშაფტის დიზაინი, დაზღვევა, არქიტექტურა, მეცნიერება, სტატისტიკა.
სეზონი – ყველა, რადგან მიწა არის პასუხისმგებელი სეზონების ცვლილებებზე. სტიქიის ფერი – ყვითელია. მგრძნობიარე ორგანო – საჭმლის მომნელებელი სისტემა, კერძოდ, ელენთა და კუჭი. რეკომენდაცია – თავი უნდა აარიდონ დაჭაობებულ რეგიონებს, ჰაერის მაღალი ტენიანობით.