თეგებით ძიება

30/11 - 6/12 კვირის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროს ჭეშმარიტი წარმომავლობა არავისათვის არაა ცნობილი. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ტაროს სამშობლოა: ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი, მაროკო. მისი შემქმნელები არიან სუფიები, კატარები, ებრაელი კაბალისტები და თვით მოსეც კი.

ისტორიას ტაროს არსებობის შესახებ არავიათარი მტკიცებულებები არ გააჩნია მე-15 საუკუნის მეორე ნახევრამდე. ამ დროისათვის მისი არსებობა დასტურდება ჩრდილოეთ იტალიაში და მას ეწოდება „ტრიუმფის კარტი“, რაც თავისი არსით ძალიან წააგავს თანამედროვე ბრიჯს. მოგვიანებით, მე-16 საუკუნის 30 წლებში მან მიიღო „ტაროჩის „ სახელწოდება, რაც შემდგომ „ტარო“-დ იქცა.

თავად სიტყვა ტარო იტალიური წარმოშობისაა. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ტაროს კარტებია მილანელი ჰერცოგის ფილიპო მარია ვისკონტის დასტის ფრაგმენტები. ესაა 1428 წლით დათარიღებული ვისკონტი-სფორცოს დასტა. ის შექმნა გამოჩენილმა მხატვარმა ბონიფაციო ბენბომ, ბიანკა მარია ვისკონტისა და ფრანჩესკო სფორცოს საქორწინო საჩუქრად.

ტარომ თავისი კლასიკური ფორმა მიიღო 1919 წელს და მისი ავტორია ედვარდ ვაითი, მხატვარი კი პამელა სმიტი. ეს დასტა დღემდე ითვლება საბაზისო კლასიკურ დასტად, და სწორედ მასზეა ბაზირებული სხვა ტაროს დასტების უმრავლესობა.

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ეს კვირა თქვენთვის დიდად აქტიური არაა. მეტ წილ დროს კონკრეტულად სახლის, ან ზოგადად ახლობლების გარემოცვაში გაატარებთ და სწორედ ამას მოაქვს თქვენთვის სიმშვიდე. ამ პერიოდში რეკომენდირებულია მხოლოდ ვიწრო, ოჯახური თემების მოგვარება.
პირადი ურთიერთობები: არაა გამორიცხული შეჩერებული ურთიერთობების აღდგენა. ამ პერიოდში გამოჩნდებიან შორი ნაცნობებიც კი. თუმცა, ურთიერთობები არ არის სტაბილური. ამდენად ახლა გაკეთებული შემოთავაზებები არაა მყარი და სანდო.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ამ პერიოდში არ ჩანს განსაკუთრებული წინსვლები. ყველაფერი საწყის ეტაპზეა, სადაც ან თავად არ გაქვთ ჩამოყალიბებული გეგმები, ან თქვენს გეგმებს აკლია დამუშავება და სერიუზულ არხში გადაყვანა.

კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში თითქმის ყველა თემაში თავდაცვის პოზიცია გიჭირავთ, და ეს სწორიცაა. რადგან ახლა თქვენი ნებისყოფა და ძალა შედარებით სუსტია, არაა გამორიცხული ამით ისარგებლონ არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა.
პირადი ურთიერთობები: ამ ეტაპზე თქვენს გარშემო შესაძლოა დატრიალდეს ჭორები, ზურგსუკან მითქმა-მოთქმა. გაირჩეს არსებული თუ არარსებული ფაქტები. აზრი არ აქვს ამ ნეგატივში ჩართვას. თქვენი ჩარევა კიდევ უფრო არევს სიტუაციას.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: მყარია და სტაბილური მათთვის, ვისთანაც წინა პერიოდში ეს საკითხები მოგვარებული იყო. მარგამ, სიახლეების მოლოდინს ახლა აზრი არ აქვს.

ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში ყველა გაჩერებული თემა მეტნაკლებად თქვენსკენ შემოტრიალდება. საბოლოო შედეგებზე ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა პირველადი იმპულსებისა და წამოწყებების დონეზე, თქვენთვის შედეგიანი პერიოდია.
პირადი ურთიერთობები: ახლა აქტიური მიმოწერებისა და შორი კომუნიკაციების დროა. შესაძლოა ისეთმა ადამიანებმა მოგიკითხონ, მათი არსებობაც რომ აღარ გახსოვდათ. თუ ვინმეს ეძებთ, სწორედ ახლა გადააწყდებით მასზე ინფორმაციას.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა თქვენთვის ფინანსების ხარჯვის დროა, საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ მეტნაკლებად გექნებათ ამისი მატერიალური საშუალება. ასევე, შესაძლოა თქვენი სიამოვნებებისათის სხვა ადამინებიც დაიხარჯონ.

კირჩხიბი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა თქვენთვის სიამოვნების მიღებისა და რელაქსის პერიოდია. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი რამ გაქვთ სასიხარულო და იმედისმომცემი. ეცადეთ მიიღოთ ყოველდღიურობით ტკბობა.
პირადი ურთიერთობები: ახლა თქვენ ძალიან პრეტენზიული ხართ. შესაძლოა მოიგერიოთ თაყვანისმცემლები, ან არჩევითად გადაწყვიტოთ რომელ მეგობარს დაუთმოთ დრო და რომელს არა. თუმცა, თქვენი თავნებობა უვნებელია.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ხდება გადადებული ან დახურული თემების შემოტრიალება. შესაძლოა ახლავე ვერ მიიღოთ მატერიალური შედეგები, თუმცა ყველაფერი რაც გაინტერესებთ ამ სფეროებში, თქვენი ინტერესების შესაბამისად აეწყობა.

ლომი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ეს კვირა თქვენთვის უჩვეულოდ წყნარია და მხოლოდ გართობასა და დასვენებას ემსახურება. აქ კარგია დაუმთავრებელი და გადადებული საქმეების გადახედვა. ადრეული დაუკმაყოფილებელი სურვილების ასრულება.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში თქვენ მიიღებთ დიდ თანადგომას ან მატერიალურ საჩუქრებს ასაკით უფროსი, ან ავტორიტეტული პიროვნებისაგან. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სერიოზულ შემოთავაზებებს, რასაც მოაქვს შემდგომი სტაბილურობა ურთიერთობებში.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ამ თემაში ჯერჯერობით თქვენი მოლოდინები შეჩერებულია. გირჩევთ ფინანსური საკითხები შემდგომი ეტაპისთვის გადადოთ, რადგან ახლა მონდომებასა და მცდელობას ნაკლებად მოაქვს სათანადო შედეგები.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა თქვენთვის უპრიანი იქნება დასვენება და კვირის მშვიდობიანად ჩათავება, რადგან მაღალია წარუმატებლობების ალბათობა. ამდენად, რისი გადადებაც შესაძლებელია სამომავლოდ, ყველაფერი გადადეთ.
პირადი ურთიერთობები: ახლა თქვენ ვერ დაინახავთ და ვერ მიიღებთ გულწრფელ შემოთავაზებებს. გარშემომყოფები თქვენს მიმართ ავლენენ ყალბ კეთილგანწყობას. ამიტომ ახლა „ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრჭყვიალებს“.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: შესაძლოა რაღაც გაჩერებული თემები ისევ შემოტრიალდეს, თუმცა ჯერ შემოსავლებისა და საბოლოო წარმატებების დრო არ დამდგარა. მიიღეთ და გაიაზრეთ შემოთავაზებები დაგეგმარების დონეზე.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენთვის ახლა სტაბილურობის პერიოდია ზოგადად ყველა ასპექტში. ყველანაირი საქმე თუ წამოწყება დგას მყარ საფუძველსა და არგუმენტებზე. თქვენი ნების ძალა უმაღლესია, რაც ხელს გიწყობთ წარმატებების მიღწევაში.
პირადი ურთიერთობები: მოსალოდნელია სიმშვიდე და სტაბილურობა. თუ ამ თემაში რაღაც არეული გქონდათ, ახლა გაუგებრობები დასრულდება ან დალაგდება. თუმცა, სიახლეების დრო ჯერ არ დამდგარა.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: სიხლეებისა და რისკების დრო ახლა არ არის. მეტიც, ჯობია თავიდან მოიშოროთ ისეთი ფინანსური ან სოციალური ვალდებულებები, რაც უკვე ზედმეტია თქვენთვის და დაძაბულობას გიქმნით.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა თქვენთვის სიმშვიდისა და დასვენების პერიოდია. მეტნაკლებად ყველა საქმე მოგვარებულია და დალაგებული. ეცადეთ დაისვენოთ და შეირგოთ თქვენივე შრომის შედეგები.
პირადი ურთიერთობები: სამყარო ახლა გულმოწყალეა თქვენს მიმართ. თქვენი სურვილები და გეგმები მეტნაკლებად რეალიზდება. ენდეთ სამყაროს, და ისიც ეცდება აასრულოს თქვენი ოცნებები.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ამ ეტაპზე თქვენი მოლოდინები ვერ მართლდება. მოსალოდნელი და გაგედმილი საკითხებიც კი განიცდის ერთგვარ სტაგნაციას. თუმცა, ეს დროებითი მოვლენაა.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ კვირაში საკმაოდ განებივრებული ბრძამდებით. მართალია მსხვილმან საქმეებთან მიმართებაში არაა დიდად აქტიური კვირა, თუმცა, ყველა დღეს მოაქვს წვრილმანი სიამოვნებები და რელაქსი.
პირადი ურთიერთობები: უკვე არსებული ყველა სახის ურთიერთობები მყარია, მიედინება თავისი მიმართულებით. მაღალია თქვენი შარმი, საკუთარი თავის რწმენა. ახლა საუკეთესო დროა თქვენი მოსაზრებებისა და მოთხოვნების გასაჟღერებლად.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: თქვენი მდგომარეობა სტაბილურია. რაც გაქვთ და გეკუთვნით, შეუფერხებლად მოდის თქვენთან. თუმცა, ახალი პროექტების დრო ახლა არაა. ასევე, ამ პერიოდში არ გაასესხოთ თანხები.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: აქტიური და შედეგიანი კვირაა მიმოწერებისათის, ინფორმაციის მოსაძიებლად, ხელშეკრულებების დასადებად, ზოგადად საქმიანი ქაღალდომანიისათვის.
პირადი ურთიერთობები: ამ ეტაპზე მაღალია დაბნეულობა თქვენი მხრიდან, რადგან შეფასებებს აკეთებთ ზედაპირულად და ბავშვური გულუბრყვილობით. ამდენად, არ გირჩევთ არც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას და არც რაიმე დაპირებების გაცემას.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა თქვენ სამყაროს წყალობაში დგახართ. ყველა თქვენი გეგმა და პროექტი წარიმართება წარმატებულად. ძალიან მაღალია გამართლების პოტენციალი ყველა მიმართულებით.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: საუკეთესო კვირაა. თქვენსკენ ეჩქარება ყველანაირ სიხარულს, წარმატებს, სიახლეს. ეცადეთ წვრილმანების დონეზეც კი აღიქვათ სამყაროს შემოთავაზებები და მაქსიმალურად მიიღოთ ყოველი დღის ბედნიერება.
პირადი ურთიერთობები: ახლა თქვენი ნების ძალა და შარმი მაღალია. ხელგეწიფებათ გარშემომყოფების მოქცევა საკუთარი დაქვემდებარების ქვეშ. თუ რამე გქონდათ მოსათხოვი, ახლ სწორედ ამისი დროა.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ახლა თქვენთვის სტაბილურობის პერიოდია. ხართ მყარად სამსახურში თუ ბიზნესში. თქვენი ფინანსური მდგომარეობა მთლიანად თქვენსავე ხელშია და მასზე გავლენას ვერ მოახდენს გარემოპირობები. ამ პერიოდში ნუ გაასესხებთ თანხებს.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ამ პერიოდში მაღალია შეცდომაში შესვლის, მოტყუების ალბათობა. ამდენად, ნუ ენდობით ლამაზად შეფუთულ შემოთავაზებებსა და ტკბილ სიტყვებს. ყველაფერში გონივრული ეჭვის შეტანა არ გაწყენდათ.
პირადი ურთიერთობები: სტაბილური პერიოდია. რაც თქვენია და ნაღდია, ის ვერსად გაგექცევათ, თუმცა ერიდეთ ახალ ნაცნობებს, უცნობ ადამიანებს.
ფინანსები (ზოგადად კარიერული) საკითხები: ამ ეტაპზე ბავშვივით დაბნეული ხართ. შესაძლოა დაუშვათ ძალიან უნიათო და არასერიოზული შეცდომები. ამდენად, ნუ წამოიწყებთ ნურაფერს სერიოზულს და საპასუხისმგებლოს.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა