თეგებით ძიება
30. 11. 2020 COVID - 19

ცერვაძე: გადავწყვიტე მიმეღო რემდესივირი, საქართველოში ჯერ არ არის, უცხოეთიდან გამომიგზავნეს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრეპარატი რემდესივირი, რომელიც საქართველოში არ იყიდება, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

"მქონდა ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი, ხველა და, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს. ხუთშაბათსვე მივიღე გადაწყვეტილება, დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის, სამწუხაროდ, ჯერ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. რემდესივირი, შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს", — ამბობს ცერცვაძე იმედის კვირასთან.

ცერცვაძემ ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ, ალბათ, 2-3 კვირაში საქართველო რემდესივირს მიიღებდა. რემდესივირის საქართველოში შემოტანას ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ მაისის ბოლოსთვის ვარაუდობდნენ.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში კი 19 ნოემბერს ორმხრივი პნევმონიით გადაიყვანეს. ის სტაციონარიდან სახლში უკვე გაწერეს.

პანდემიის დაწყების დღიდან, ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.


წყარო:on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა