დღეს მთვარის დაბნელებაა - ვწმენდთ სხეულს, ნეგატიურ ენერგიას ვიცილებთ - რჩევები ახალი ციკლის შესახვედრად
"დღეს, 30 ნოემბერს, წელევანდელი ბოლო დაბნელების დერეფანი იხსნება და ეს კარგი ამბავია.
ეს დაბნელება წლის დასრულებამდე ბოლო ამოფრქვევაა და სასურველია გამოვიყენოთ ცხოვრებიდან ყველაფერი მოძველებულის მოსაშორებლად, რაც დიდი ხანია ცვლილებებს მოითხოვდა.
რჩევაა - თქვენი ნებით მიეცით, თორემ "ძალით წაიღებენ". სიმშვიდე შეინარჩუნეთ. თუ რაღაც წასასვლელია ცხოვრებიდან, ის მაინც წავა, თუნდაც არ ეთანხმებოდეთ, ან ყველანაირად წინააღმდეგობას უწევდეთ.
ძირითადი თემებია: ოჯახი, გვარი, უძრავი ქონება. ამიტომ ამ ასპექტებში თავი ხელში ავიყვანოთ და ახალ დონეზე ურთიერთობა ვისწავლოთ.
მოიმატებს განქორწინებების რიცხვი, ამიტომ იზრუნეთ თქვენს ოჯახებზე! სოციალური ცვლილებები და შინაგანი კრიზისი უფრო გამწვავდება, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდაა, რადგან "მთვარის შუქზე" ყველაფერი როგორც ხელის გულზე ისე ჩანს, ყველაფერი რეალურად გამოჩნდება.
არ ვიწყებთ არაფერს ახალს, მხოლოდ დაწყებულს ვაგრძელებთ, ან ვასრულებთ, ვიწმინდებით ახალი ციკლისთვის, ვმუშაობთ პირადი და გვარის კარმის გაწმენდაზე, ვასუფთავებთ ჩვენს სივრცეს, საკუთარ თავს და ცხოვრებას!
დღეს მთვარის სრულ დაბნელებას გავივლით, რომლის გავლენა იგრძნობა 3 დღე მანამდე და 3 მას შემდეგ!
ეს ენერგეტიკულად ძლიერი დროა და მთავარი წესია - ჩვენი აზრები, სურვილები და სიტყვები კეთილი იყოს! მადლიერი ვიყოთ ყველაფრისტვის, რასაც სამყარო გვიგზავნის, ყველას სიკეტე და სიხარული ვუსურვოთ.
სასურველია ეს დღე მშვიდად, წყნარად და გაწონასწორებულად გავიაროთ.
ენერგეტიკული გაწმენდა
დღეს ჩვენს მენტალურ სხეულს ვწმენდთ, ნეგატიურ ენერგიას ვიცილებთ.
აიღეთ დაახლოებით 0.5კგ მარილი და ისეთი ზომის თასი, რომელშიც თავისუფლად შეძლებთ დგომას.
ჩაყარეთ მარილი თასში და ფეხშველა დადექით მარილზე. დაიწყეთ ფეხით დატკეპნა, თან წარმოიდგინეთ სხეულში დაგროვილი მთელი ნეგატიური ენერგია, ემოციები, ფიქრები როგორ გადის მარილში. გააკეთეთ ეს ენერგიულად, სიამოვნებით, შეგიძლიათ იცეკვოთ კიდეც, თან თქვით: "მე ვთავისუფლდები მამაჩემის მიმართ წყენისაგან", "მე ვტკეპნი ჩემი დაავადებების მიზეზებს"..
მოუხმეთ იმპროვიზაციას! ნუ მოერიდებით მოძრაობებს, ემოციებს! 15 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიფერთხეთ მარილი, მიიღეთ შაპი, იბანავეთ.
მარილი უნიტაზში ჩარეცხეთ, თან მადლობა გადაუხადეთ, იმისათვის, რომ მთელი თქვენი ნეგატივი წაიღო.
დღე სევსება
სიმდიდრის ყაჩაღი ცეცხლი იანისთვის
კონფლიქტი აქვს თხას", - ფენ შუი - წარმატების რეცეპტები