ერთი კითხვა მაქვს - გამოძიებამ ჩემი და ნატალიას დანაშაულის მოტივი თუ დაადგინა? - ივერი მელაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მიმდინარეობს.
პროცესზე ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურისგან ახალი არც ამ ჯერზე მოუსმენია. მას ასევე აინტერესებს, სახელმწიფო ბრალდებამ დაადგინა თუ არა ე.წ. დანაშაულის მოტივი:
"გენერალური პროკურატურისგან არ მომისმენია დღეს რაიმე განსხვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით... რაც გაკეთდა, ის არის ქვეყნისთვის სწორი", - თქვა მელაშვილმა.
დღეს გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ილიჩოვა და მელაშვილი 7 ოქტომბერს დააკავეს
და მათ გამოძიება ქვეყნის ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს ედავება
წყარო:newpost.ge