ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
მიუხედავად იმისა რომ დაკავებულ მეცნიერებს თავდებში 214 ადამიანი ჩაუდგა, მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და ისინი წინასწარ პატირობაში დატოვა.
ილიჩოვას და მელაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
სასამართლო პროცესის პარალელურად დაკავებული მეცნიერების მხარდასაჭერად დღეს საქალაქოსთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებიც მელაშვილისა და ილიჩოვას პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.