უკონტროლო კრიმინალი - ქუთაისში მანქანების მინები ჩაამსხვრიეს და მოქალაქეების ნივთები მოიპარეს
ქუთაისში, აბაშიძის გამზირზე ავტომანქანების მინები ჩაამსხვრიეს და ნივთები გაიტაცეს. ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი იყო.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.