თეგებით ძიება

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს, ერთდროულად ბევრი პრობლემის გადაჭრას გეგმავთ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ზედმეტად არ შეაფასოთ. უმჯობესია, საკუთარი ენერგიის განახლებაზე იზრუნოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა და სიმშვიდე გჭირდებათ, მაგრამ ამის მიღწევა ადვილი არ იქნება. ამ დღეს თქვენი პრიორიტეტი ოჯახური საქმეები და პირადი ურთიერთობებია და ამ მიმართულებით ბევრი რამის მოგვარებას შეძლებთ.

კურო
რაც არ უნდა მოხდეს, არჩეული გზიდან ვერაფერი გადაგახვევინებთ და ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადალახავთ. თამამად იმოქმედეთ, გამარჯვების ყველა შანსი გაქვთ. იმპულსური, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კურო დღეს თავის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ ეცადეთ საყვარელი ადამიანის აზრიც გაითვალისწინოთ. ეცადეთ ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ, განსაკუთრებით სამსახურში, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად.

ტყუპები
ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოექცევით და ყველა შანსი გექნებათ, რომ თქვენი იდეებით, პრინციპებითა და სიმტკიცით სახელი გაითქვათ. თქვენი აზრი ღირსეულად დაფასდებადა ნაყოფიერი პერიოდი გელით. ძლიერი ტყუპები კრიზისებს ადვილად გადალახავს, რადგან მხოლოდ საკუთარ ძალებს ენდობიან.
შესაძლოა, უმიზეზი სევდა და ნოსტალგია იგრძნოთ, მაგრამ საყვარელი ადამიანი და მეგობრები განწყობას შეგიცვლიან.

კირჩხიბი
ეჭვით შეხედეთ ყოველ სიტყვას, ნუ დაიჯერებთ პირფერობას და ფრთხილად იყავით ნებისმიერი მოქმედების დროს, რომელსაც დღეს განახორციელებთ.
ამბიციური, პუნქტუალური და პრინციპული კირჩხიბს ყოველთვის ახერხებს გარშემო პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას. დღის პირველ მონაკვეთში ვიღაც ან რაღაც ნერვიულობას გაიძულებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელიობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს შეიძლება ზურგის ტკივილი ან შაკიკი იყოს. ეცადეთ რაც შეიძლება კარგად დაისვენოთ და ადრე დაიძინოთ.

ლომი
შანსი გაქვთ, რომ თქვენმა ყველა ინიციატივამ როგორც მორალური, ისე ფინანსური მხარდაჭერა მიიღოს. ვარსკვლავების მხარდაჭერა თქვენს წარმატებას უზრუნველყოფს. ლომი, ზოდიაქოს ნიშნებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მაგრამ მგრძნობიარე ნიშანია. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პარტნიორთან ერთობლივი მუშაობა გაუგებრობების გარეშე ჩაივლის. ერთადერთი უსიამოვნება თქვენი ლიდერობის სურვილია, რომელმაც შეიძლება მოგვიანებით, დაპირისპირება გამოიწვიოს. ყველაფრის მიუხედავად, თქვენ ყველა პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარებას შეძლებთ.

ქალწული
გრძნობთ, რომ გარე სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში ხართ და დროის უმეტეს ნაწილს გაატარებთ გარემოში, რომელიც მიზნებისკენ სვლისთვის საჭირო ძალასა და ენერგიას მოგანიჭებთ. თუ მოისურვებს, ქალწულს ყოველთვის შეუძლია ყურადღების ცენტრში მოხვდეს და დღეს სორედ ასეთი დღეა. თქვენი წარმატება საყოველთაო ყურადღების ცენტრად გაქცევთ. ახლობლების დაცვის სურვილი სერიოზული პრობლემაა, როდესაც არავინ გისმენთ. ეცადეთ საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ. დღეს თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი დღეა, შეიძლება თქვენი ანგარიში შეივსოს.

სასწორი
ამ დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერა ახალი, პრიორიტეტული გეგმების შემუშავებაზე შთაგაგონებთ. ენდეთ საკუთარ შესაძლებლობებს, თქვენ ნამდვილად მიიღებთ იმას, რაც გსურთ. ოჯახი სასწორის ცხოვრებაში ყველაზე მთავარია. დილით ადრე მთელი დღის გეგმებს შეადგენთ, თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ ნაწილობრივ განახორციელებთ. სახლისთვის ნივთების შეძენა მოგიწევთ და ამ საქმეში მეუღლე დაგეხმარებათ, იმის მიუხედავად, რომ ეს იდეა სულაც არ ახარებს.

მორიელი
საქმეში და მნიშვნელოვან საკითხების მოგვარების დროს აჩქარებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს თქვენთვის წარმატებული დღეა.
მოუცლელობის გამო, მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს საკმარის დროს არ უთმობთ, რაც ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ კი არა. ეცადეთ შეცვალოთ და დააბალანსოთ თქვენი მიდგომა. მიუხედავად იმისა, რომ პუნქტუალური ხართ, დღეს პრობლემები შეგექმნებათ სამსახურში, შეხვედრებზე ან რაიმე სხვა ღონისძიებაში შეფერხების გამო.

მშვილდოსანი
თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და მისი შედეგები შთაგონებით აგავსებთ. აუცილებელ მხარდაჭერას მიიღებთ როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე ოჯახში და ეს ფაქტი ენთუზიაზმს შეგმატებთ. ამ დღეს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით ხელს მიზნის მიღწევაში. მშვილდოსნები ემოციურობისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები არიან. პარტნიორთან მცირე კონფლიქტის შემდეგ, შეიძლება თავი ძალიან დათრგუნულად იგრძნოთ და დეპრესია მიოგეძალოთ.
კარგი იქნება, თუ კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ - ამ შემთხვევაში დღე შესანიშნავად ჩაივლის.

თხის რქა
ისეთი განცდა გაქვთ, რომ თქვენს საქმიანობას არავითარი ღირებულება არ აქვს და პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება, მაგრამ ამ განცდას სტრესის მაღალი დონე იწვევს და რეალობასთან კავშირი არ აქვს. დროა დაისვენოთ, ყველაფერი მალე გაირკვევა. თხის რქის ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი ბედნიერების მოპოვებაა. ბედნიერი რომ იყოს, თხის რქა უზარმაზარ მსხვერპლს გაიღებს, მაგრამ ამისთვის დაჯილდოვდება. დღეს იმ პროექტის დაფინანსებას მოიპოვებთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავდით, მაგრამ განხორციელებისთვის საკმარისი რესურსი არ გქონდათ.

მერწყული
ამ დღეს სხვა ადამიანების მოტივირებისა და მათთვის გამოცდილების გაზიარების უდიდესი სურვილი გაგიჩნდებათ. ყველაფერს, რასაც ამ დღეს გააკეთებთ, სასურველი შედეგი მოჰყვება, რითაც შეგიძლიათ დიდი ხნის განმავლობაში ისიამოვნოთ. გილოცავთ, ეს სრული წარმატებაა. თქვენი საუკეთესო გადაწყვეტილებები გარედან ზეწოლით არის ნაკარნახები. მთელი დღის განმავლობაში ხოტბა-დიდებას ისმენთ, რაც ძალიან თავდაჯერებულს გაგხდით.
ვარსკვლავები საშუალებას მოგცემენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

თევზები
ახლობელი ადამიანები ეცდებიან შეცვალონ თქვენი მუდმივი ზრუნვა სხვა ადამიანების მიმართ, აგრეთვე შიში, რომ არასწორად მოიქეცით ან ვინმეზე გავლენა მოახდინეთ. გირჩევთ მათი რჩევა გაითვალისწინოთ. მოსალოდნელია, რომ ამ დღეს ყველა მხრიდან სასიამოვნო ამბებს შეიტყობთ. გამორიცხული არ არის, რომ საჩუქარი მიიღოთ, ან ვიღაცამ დღესასწაულს მოგიწყოთ, რაც კარგი განწყობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე დადებითი ნიშნით დასრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა