"80 წლის მამაკაცს ალბათ დასჭირდება ოპოერაცია... ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი" - ბაღდათში მომხდარი ყაჩაღობის ახალი დეტალები
ბაღდათში, ყაჩაღური თავდასხმის დროს დაშავებული 80 წლამდე კაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ცნობისთვის, სოფელ ფერსათში კომენდანტის საათის დროს 80 წლის მამაკაცს და მის მეუღლეს სახლში შეიარაღებული პირები შეუცვივდნენ , მოხუცი ცოლ-ქმარი სცემეს და დააყაჩაღეს.
დაშავებული გულნაზი გუგუციძე ყვება, რომ ყაჩაღები ღამით ფანჯრიდან შეიპარენ და მათ თანხა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი კონდახი მის მეუღლეს რამდენჯერმე ჩაარტყეს. 80 წლამდე კაცს სისხლჩაქცევები აქვს და არ არის გამორიცხული მას ოპერაცია დასჭირდეს.
"აღმოჩნა ინტრაცერებლური ჰემატომა, ამ დროისთვის კონსერვატიულ მკურნალობაზეა, თუ მოიმატებს ალბათ დასჭირდება ოპოერაცია. ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი. სისხლჩაქცევები", - ამბობს ექიმი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობას მუხლით დაიწყო.
წყარო:newpost.ge