თეგებით ძიება

ფროიდს აქვს ნათქვამი – რომ იცოდეთ რა ძალა აქვს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო – კალაძე

ფროიდს აქვს ნათქვამი – რომ იცოდეთ რა ძალა აქვს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა განაცხადა.

“რადგან შეუძლებელია ადამიანების მობილიზება და გარკვეულ რისკს წარმოადგენს არსებულ ვითარებაში, კონცერტები და ნაძვის ხის ანთება შესაძლებელი იქნება ტელეეთერებიდან ნახოთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ რთულ ვითარებაში, თქვენი, ადამიანების განწყობა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ და მხარი დაგიჭიროთ. ზოგადად ფროიდს აქვს ნათქვამი: “რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ცუდად არასდროს იფიქრებდითო”. მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. მართლა ძალიან დიდი ძალა აქვს ჩვენს ფიქრებს. კარგად მესმის სირთულეები, გაჭირვება, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი სოლიდარობით, ერთად დგომით, ყველაფერს გადავლახავთ და მოვაგვარებთ” -ამბობს კალაძე.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა