თეგებით ძიება

"საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს, პროტესტი არ აქვს" - ოკუპირებულ ახალგორში ჩაკეტილი გზისა და სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენილი ადგილობრივი გარდაიცვალა

ოკუპირებულ ახალგორში, სადაც რუს სამხედროებს გზა აქვთ ჩაკეტილი და საქართველოს მოქალაქეები სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩამოსვლასაც ვერ ახერხებენ, კიდევ ერთი ადგილობრივი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ახალგორის მაცხოვრებელმა თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა:
"ამ წუთას კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ჩაკეტილი გზის გამო , რადგან აქ ვერ მიიღო ის სამედიცინო მომსახურება, რაც მას სჭირდებოდა.

ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საკუთარ სახლებს. ერთ-ერთმა მითხრა, ხელმოსაწერად რომ შევედი ადმინისტრაციაში, გამგებელმა მთხოვა, გადამეფიქრებინა და დავრჩენილიყავიო - არ გადაიფიქრა.

თვის ბოლომდე 15 მდე ოჯახი ვიცი, ვინც გამზადებულია დატოვოს სახლი, ბაღი, საფლავები, მოგონებები... სულ ტოვებენ, სამუდამოდ...

საქართველოს მთხლე ხელისუფლება დუმს. პროტესტი არ აქვს. საერთოდ არ აღელვებთ, რას განვიცდით... ამ ადამიანებთან იბრძვიან, სად სცალიათ ახალგორის დაცლისთვის.

ძალიან გთხოვთ, არავინ არც დამირეკოთ, არც მომწეროთ კომენტარზე. მიმართეთ შერიგების სამინისტროს. და გადაეცით ჩვენგან ბრაზი, უმოქმედებისთვის. უუნარობისთვის. უინტერესობისთვის." - წერს მეარაყიშვილი.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა