თეგებით ძიება

ამნისტია ასობით პატიმარს - პარლამენტი კანონპროექტის განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ასობით პატიმრის განთავისუფლებას მოუხსნის ან შეუმსუბუქებს სასჯელს.
სარჯველაძემ იმ დანაშაულებრივ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებიც ამნისტიას დაექვემდებარება:

"ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითიტებულია კანონპროექტში, და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხევვაში სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება. ცალკეულ შემთხვევაში დაზარალებულის თანხმობა.

ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ნასამართლეობის არქონა, გათვალისწინებულია, ასევე ხანდაზმული, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის, ჯარიმისგან პირთა განთავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით მოიცავს დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების სხვადასხვა კატეგორიები. ამნისტია შეეხება 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულებებს. საუბარია, სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ პატიმარზე" - განაცხადა სარჯველაძემ.

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა