თეგებით ძიება

"ოცნებამ" მოიტანა ბიზნესის, ადამიანის, მედიის თავისუფლება - როგორ გამოესარჩლა თურნავა წულუკიანს

"ქართული ოცნებს" დეპუტატის, თეა წულუკიანი წამოცდენას, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელისთვის დაბრუნება მმართველი პარტიის დამსახურებაა, ეკონომიკის მინისტრმა ზოგადი კომენტარით უპასუხა:
"მე შემიძლია, ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლო, ერთი, რომ ბიზნესის თავისუფლება, ადამიანების თავისუფლება და მედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში მოიტანა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს, ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი. დანარჩენი არის ზოგადი სპეკულაციები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, ტელევიზიის წამყვანებს უთხრა, რომ მათ ტელევიზია "ქართულმა ოცნებამ" დაუბრუნდა და ამაში იუსტიციის სამინისტროს "ტიტანური შრომა" დევს. რაზეც გადაცემის წამყვანმა თქვა: "ქალბატონო თეა, რუსთავი 2 დააბრუნა ევროპის სასამართლომ", წულუკიანმა უპასუხა, რომ ამისთვის მათ ძალიან ბევრი იშრომეს და "კანონიერება თავისით არ აღსდგა".

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა