თეგებით ძიება

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილს მეთოდები არ შეუცვლია და ამას არა მხოლოდ უკრაინელი ჟურნალისტები ხედავენ

რეალურად 2003 წელს ჭიაბერაშვილი იყო „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი და სწორედ ის გახდა შემდეგ ცესკოს ხელმძღვანელი. ეს ფაქტია და ყველამ ვიცით, მაგრამ მოვლენები ჰგავს ერთმანეთს, - უკრაინაში ჩატარებულ გამოძიებას სააკაშვილის რევოლუციური სცენარის მომზადების შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„ორგანიზაციული თვალსაზრისით სააკაშვილის აქტიურობა შეიძლება პირდაპირ ჩავთვალოთ, როგორც გამეორება იმ მოსამზადებელი სამუშაოების, რომელსაც იგი აწარმოებდა 2003 წლის წინა პერიოდში. სააკაშვილს თუ კი მეთოდები არ შეუცვლია, რასაკვირველია ეს მხოლოდ უკრაინელი ჟურნალისტების მიერ არ არის დანახული. პირველი სერიოზული სიგნალი „იფსოს“ კვლევები იყო, რომელიც, როგორც გაირკვა, თურმე არანაირ კავშირში ყოფილა საკმაოდ ავტორიტეტულ ფრანგულ კომპანიასთან და მხოლოდ რაღაც პროექტს ასრულებდა. ფაქტი ის არი, რაზეც გვესაუბრებიან ჩვენ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები, თუნდაც ეგზიტპოლიები და ზუსტად გვიჩვენებენ, რომ აქ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„ISFED“-ის პარალელური დათვლის შედეგს უკრაინაში სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილად განიხილავენ. გამომძიებელი ჟურნალისტები ამ დასკვნამდე ამავე ორგანიზაციის 2003 წლის მონაცემების გაანალიზებისას მივიდნენ. ოლეგ დეინეკა და ვალერი ტოივმაჩი იხსენებენ, რომ ანალოგიური ხარვეზები 17 წლის წინ ორგანიზაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამოიყენა, აქციებს ჩაუდგა სათავეში, რაც საბოლოოდ რევოლუციით დასრულდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა