თეგებით ძიება

300-ლარიანი ერთჯერადი სოციალურ დახმარება უკვე 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო - გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერადი 300 ლარიანი სოციალური დახმარება უკვე 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო. მისი თქმით, ჯამში შესული იყო 65 ათასზე მეტი განაცხადი:
„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მოქალაქეების მიზნობრივი დახმარებების მეოთხე ტალღა. დღეის მდგომარეობით, 300-ლარიან ერთჯერადდახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომლისგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული, დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა