თეგებით ძიება

ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი - ნადირაშვილი კობახიძის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. კობახიძის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

ნადირაშვილის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაცია იმაზე, რომ მან ვერ შეძლო ოპოზიციის შეყვანა პარლამენტში და მიიღო ერთპარტიული, ჩრდილოკორეული პარლამენტი.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში.

ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციის რეაქცია იქნება ცალსახა და ნათელი და ისინი არ შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ხოლო პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ერთპარტიულ სტილში გაგრძელება.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ეს არის შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია.

როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგოც ეს ხდება პარლამენტში.

რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა