თეგებით ძიება

დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას გამოიწვევს – ზურაბ ჯაფარიძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება.

„დაფინანსება საერთოდ ჩასახსნელია „ქართული ოცნებისთვისაც“ პირველ რიგში. უნდათ მოლაპარაკებაზე ოპოზიცია წავიდეს დათმობაზე, დათანხმდეს რაღაცებს და შევიდეს პარლამენტში. მოკლევადიან პერსპექტივაში ოპოზიციური პარტიებისთვის ეს იქნება პრობლემა იმიტომ, რომ წლების განმვალობაში ისინი დამოკიდებული იყვნენ ამ ბიუჯეტის დაფინანსებაზე და ეს არის პრობლემა. სინამდვილეში, თუ ეს მართლა მოხდება, ეს გამოიწვევს პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას. პოლიტიკური პარტიები გაჩნდებიან, რომლებიც მართლა ადამიანებიდან, მხარდამჭერებიდან ეცდებიან საკუთარი დაფინანსების მოძიება. ისე, როგორც ვაკეთებ მე, როგორ აკეთებს „გირჩი“. ეს არის სწორი“, – განაცხადა ჯაფარიძემ

კობახიძის თქმით პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა