თეგებით ძიება

ახალ მინისტრთა კაბინეტში ეკატერინე ტიკარაძეს რა თქმა უნდა ვიხილავთ - მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიხილავთ.

მისივე თქმით, მთავრობაში არანაირი დაპირისპირება არ არის.

„რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიხილავთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის და მედია ნუ შექმნით აჟიოტაჟს, სადაც საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა