თეგებით ძიება

დავით სერგეენკო: მთავრობისა და ბიუჯეტის დასამტკიცებლად მოლაპარაკების დასრულებას ვერ დაველოდებით

მეათე მოწვევის დეპუტატი, დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მთავრობისა და ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვერ დაელოდებიან ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დასრულებას.

"შემაჯამებელი პლენარული სხდომა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გაიმართება. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სანამ მოლაპარაკება გაგრძელდება, იქამდე გავაჩეროთ ეს პროცესი და არც მთავრობა დავამტკიცოთ და არც ბიუჯეტი დავამტკიცოთ. უახლოეს დღეებში ეს გასაკეთებელია. მეორეს მხრივ ჩვენ გვქონდა საკომიტეტო მოსმენები და ფრაქციის მოსმენა, სადაც ყველა იმ კითხვაზე, რაზეც ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ პასუხის მოსმენა, ეს პასუხები მოვისმინეთ", — განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა