დიღმის სასაფლაოსთან, ორმხრივი სროლის დროს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
დიღმის სასაფლაოსთან ამ წუთებში სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, სადაც წინასწარი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას. არიან დაშავებულები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაპირისპირების მიზეზები და შემთხვევის სხვა დეტალებია უცნობია.
როგორც”კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის ორი მუხლით – განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებით აღიძრა.