ჯგუფური ყაჩაღობის მცდელობა თეთრიწყაროში - დაკავებულია ორი არასრულწლოვანი
ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტი თეთრიწყაროში - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი. აღნიშნული ფაქტი "ნიუოსტს" შსს-მ განუცხადა.უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ, თუმცა, ორივე მათგანი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი სახლზე თავდასხმას აპირებდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: დანაშაულის ჩასადენად მომზადებული ნიღბები, ხელთათმანები, ასევე, გადაჭრილი თოფი 2 საბრძოლო ვაზნით და გადაკეთებული აირის პისტოლეტი.
ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო:newpost.ge