თეგებით ძიება

მკვლელობის მცდელობა მარტყოფში, საახალწლო სუფრაზე - "კაცი სისხლში ცურავდა, საკუთარმა ძმისშვილმა გაიმეტა"

ახალი დეტალები სოფელ მარტყოფში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ - გარდაბნის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე მამაკაცი ძმისშვილმა საახალწლო სუფრაზე დაჭრა. 23 წლის ახალგაზრდამ ბიძას სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა.
დაჭრილს დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.

"ბიჭი, მარტყოფში ხშირად არ ამოდიოდა. გუშინ მოსულა, სუფრაზე უჩხუბიათ, ამას კი უსვრია. კაცი სისხლში ცურავდა. საკუთარმა ძმისშვილმა გაიმეტა"- აცხადებს ადგილობრივი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა