თეგებით ძიება

ერთი კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება 44 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა - რა მოხდა ბათუმში (ახალი დეტალები)

ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის სავარაუდო მოტივი ცნობილია - როგორც ირკვევა, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ერთი კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება გახდა.
ადგილობრივების თქმით, მოკლულმა 44 წლის გია ბოლქვაძემ გასულ კვირას კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს შეარიგა, გუშინ კი სახლში თავს დაეხსნენ, მოგვიანებით დაპირისპირება ე.წ. "ოცნების ქალაქში" მდებარე მეჩეთთან გაგრძელდა.

"აქ მოვარდნენ, ჩალეწეს ფანჯრები... რომ წავიდა, გავყევი, მაგრამ არ გამიყოლა, შენ სახლში იყავი და მოვალო. უბნის ბიჭები იყვნენ და სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი ბიჭი ნასვამი იყო... ერთმანეთს იცნობდნენ, ყოველთვის მოდიოდნენ აქ", - ამბობს გარდაცვლილის ცოლი.

რაც შეეხება დაჭრილ 27 წლის კაცს, ისმუცლის არეშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობით შემოიყვანეს პაციენტი, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია", - ამბობს ექიმი, მერაბ გოგოლაძე.

სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა. დაკავებულია 24 წლის მ ამაკაცი. განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძება სსკ-ის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა