თეგებით ძიება

სასტიკი მკვლელობა თბილისში - 21 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

სასტიკი მკვლელობა მოხდა თბილისში - 21 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი 19 წლის ძმას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიჭი პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას - 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა