თეგებით ძიება

"მამას მეორე ოთახში ეძინა... გიორგიმ თავად დაურეკა სასწრაფოს და დახმარებას ითხოვდა"- ახალი დეტალები ძმის მკვლელობის საქმეზე

19 წლის ძმის მკვლელობა - ბრალდებული 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

უცნობია, რა ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუ რა ოდენობის გირაოს შესთავაზებს სასამართლოს.

სახელმწიფო ბრალდება გიორგი ახლოურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ადვოკატი "ინტერპრესნიუსთან" ამბობს,რომ გიორგი ახლოური ბრალს განზრახვის ნაწილში არ ეთანხმება, ვინაიდან ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობა. გაჩეჩილაძის თქმით, ბრალდებულს ძმის მკვლელობის არანაირი მიზეზი, არც განზრახვა ჰქონია, შესაბამისად, საქმეში მოტივიც ვერ იქნება.

ადვოკატის განცხადებით, შემთხვევის დროს, ბრალდებულის მამა სახლში იმყოფებოდა, თუმცა, მას მეორე ოთახში ეძინა და არაფერი გაუგია. ამის მიუხედავად, გაჩეჩილაძის თქმით, მამა ადასტურებს, რომ მის შვილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია და ეს იყო გაუფრთხილებლობით მომხდარი მკვლელობა. უფლებადამცველის თქმითვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თავად ბრალდებულმა გამოუძახა, უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ახლოურმა სასწრაფოს 4-ჯერ დაურეკა, ვინაიდან ადგილზე მისვლას აგვიანებდა და სთხოვდა, ეთქვათ, მათ მოსვლამდე როგორ დახმარებოდა ძმას.

„გიორგი ახლოურს განზრახვა რომ ჰქონდა, ის აუცილებლად შეეცდებოდა მიმალვას, გაქცევას, თავის არიდებას. როცა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება მივიდა, დაჭრილს გაყვა ყველა, მამამისის ჩათვლით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი, სახლში დარჩა, მას მიმალვა არ უცდია, სამართალდამცავებმა მას სახლში მიაკითხეს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა