თეგებით ძიება

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი - რჩევები და ხალხური საშუალებები

ორგანიზმს თუ ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ადვილად იცავს თავს დაავადებებისაგან, ამიტომ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ, რომ მტკიცე იმუნიტეტი გვქონდეს. გაგაცნობთ 5 მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას ორგანიზმის დამცავი ძალების გასაძლიერებლად.

1. ერთი ჭიქა ნიგოზი და ერთი ლიმონი დააქუცმაცეთ (გნებავთ, ხორცსაკეპში გაატარეთ), დაასხით ერთი ჭიქა თაფლი და კარგად აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს/კ 3-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.

2. სწრაფად ხსნის ქრონიკულ დაღლილობას ფიჭვის წიწვი. ტყეში შეგროვილი ფიჭვის წიწვი გარეცხეთ და ჰაერღუმელში გააშრეთ 15 წუთის განმავლობაში (მნიშვნელოვანია, რომ წიწვი სუფთა ადგილას, საავტომობილო გზებისგან მოშორებით შეაგროვოთ, რათა ეკოლოგიურად სუფთა იყოს). შემდეგ 2 სუფრის კოვზი წიწვი დააქუცმაცეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი; დაუმატეთ 3 ს/კ თაფლი და ერთი საათი შეფუთეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ძილის წინ, 10 დღის განმავლობაში.

3. შესანიშნავი ეფექტი აქვს ძველი რეცეპტის მიხედვით დამზადებულ ნარევს: 1/2 ს/კ ხმელ გვირილის ყვავილს დაასხით 200 მლ რძე, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ შეაგრილეთ, თბილში (და არა ცხელში) გახსენით 1 ს/კ თაფლი, გაწურეთ და ძილის წინ მიიღეთ.

4. იმუნიტეტის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მამაკაცებისათვის, კარგი საშუალებაა გოგრის თესლის, თაფლისა და კონიაკის ნარევი. ნახევარ ჭიქა გარჩეულ გოგრის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა თხევადი თაფლი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კონიაკი. მიიღეთ 1 ს/კ ნარევი უზმოზე ყოველდღე, სულ ცოტა, 3 კვირის განმავლობაში.

5. თუ სისუსტემ შეგაწუხათ, მიიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ყურძნის წვენი ჭამის წინ მანამ, სანამ უკეთესობას არ იგრძნობთ.

6. 2-3 თავი საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გ შაქარს შეურიეთ. დაამატეთ 0,5 ლ წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში. როდესაც მასა გაცივდება, დაუმატეთ მას 2 ს. კ. თაფლი, გაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაასხით. მიიღეთ 1 ს. კ. 3-5-ჯერ დღეში. ეს ნარევი გამოიყენება არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ გაციებისა და სურდოს პროფილაქტიკისთვისაც.

8. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილის ნაყოფი, ძახველი, ბარამბო და სალბი. 5 ს. კ. ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დატოვეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში, გააგრილეთ. გამოყენებამდე დაუმატეთ 4 წვეთი ქაცვის ზეთი.

გარდა ამ საშუალებებისა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად უნდ დაიცვათ შემდეგი წესები:


ნუ მოწევთ

მწეველების პირში შეშუპების ნამდვილი კერა იქმნება, რომელიც იმუნური სისტემის ყურადრებას იქცევს. მწეველებს გაცილებით იოლად ემართებათ სხვადასხვა დაავადება. მოწევა კიბოსაც იწვევს, რადგან ის იმუნური სისტემის წინააღმდეგ მუშაობს. თუ გსურთ იმუნიტეტის ამაღლება, მაშინ დაანებეთ მოწევას თავი.


ნუ დალევთ


კვლევებით დამტკიცებულია, რომ ორგანიზმს ძალიან დიდ ზიანს აყენებს ალკოჰოლი. იზრდება მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი და ღვიძლის დაავადებებისაც.


მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული


ხილ-ბოსტნეული ეხმარება იმუნიტეტს. განსაკუთრებით ხშირად მიირთვით ლიმონი, ნიორი და კოჭა (იმბირი).

სრულფასოვანი ძილი

ყველაზე მარტივი და რეალური მეთოდი იმუნიტეტის ასამაღლებლად - ძილია. თქვენ აუცილებლად უნდა გეძინოთ 8 საათი.


დაკავდით სპორტით

სპორტი ძილის პროცესს არეგულირებს. ის შესანიშნავი კარდიო-ვარჯიშია. დამტკიცებულია, რომ სპორტსმენები იშვიათად ავადმყოფობენ.


არ ინერვიულოთ


სტრესის ჰორმონები იმუნური სისტემის მუშაობას არღვევს. ასე, რომ, ნუ მისცემთ მას შანსს. ისწავლეთ მოდუნება და მოიშორეთ ნეგატივი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა