თეგებით ძიება

ვეგანებში ძვლის მოტეხილობები სამჯერ უფრო ხშირია - თანამედროვე მსოფლიოს საშიში გატაცება

თუ ადამიანი მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით ღარიბი საკვებით ხანგრძლივად იკვებება, წლების შემდეგ მას შეიძლება „ფარეული შიმშილი“ განუვითარდეს და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს იმუნიტეტის დაქვეითება, ფსიქიკის პრობლემები და სიკვდილიც კი.

ექიმების გათვლებით, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი „ფარული შიმშილით“ იტანჯება.

ამ ადამიანების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, თუმცა დაავადების მასშტაბები განვითარებულ ქვეყნებშიც იზრდება.

მაგალითად, აშშ-ში ბავშვების მეოთხედს მაგნიუმის, კალცის, A, D და E ვიტამინების ნაკლებობა აღენიშნებათ. ამის მიზეზი მაღალკალორიული, მაგრამ არაჯანსაღი საკვები და მთელ რიგ პროდუქტებზე შეგნებულად უარის თქმა გახლავთ. კერძოდ, კითხვები ვეგანებთან მიმართებაში ჩნდება. კვების უსაფრთხოების ინსტიტუტის პროფესორი კრის ელიოტი ამბობს, რომ ვეგანობა გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს ადამიანის ძვლოვან და ნერვიულ სისტემას. არადა, სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე ვეგანების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა.

ვეგანების კვების რეჟიმი მხოლოდ მცენარეულ პროდუქტებზეა გათვლილი და სრულიად გამორიცხავს ხორცს, თევზს და რძის პროდუქტებს. სპეციფიკური რაციონის გამო ვენაგებში ვიტამინი D და კალციუმის ნაკლებობა შეინიშნება, ამიტომ მათში ძვლის მოტეხილობები სამჯერ უფრო ხშირია. ასევე გვხვდება იოდისა და ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი, რაც ფარისებრი ჯირკვლისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების ალბათობას ზრდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა