თეგებით ძიება

ვაჭრობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - იაგო ხვიჩიას "მადლობა" ხელისუფლებას

დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერებისათვის მანდატების გაუქმების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. ამ ფაქტს ოპოზიციური წარმომადგენლობისგან უკმაყოფილება მოჰყვა. მათი შეფასებით, უმრავლესობა კვლავინდებულრად გააგრძელებს პოლიტიკურ ვაჭრობას.
ოპოზიციური ერთობისგან განსხვავებით, ამ ვაჭრობაში ცუდს ვერაფერს ხედავს "გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია და მეტიც, მან ოცნებას მანდატების გაუქმების გადაფიქრებისთვის მადლობაც კი გადაუხადა:
"მე მათ მადლობა გადავუხადე კონსტრუქციული ქცევისთვის, მე ზოგადად ვაჭრობაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა