თეგებით ძიება

უძილობა - ვინ არის დამნაშავე?

ძილი, ადამიანის ბიოფსიქოსოციალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუმცა, თანამედროვე სამყაროში უძილობა ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და მტკივნეული თემაა და ცდილობს ამის მოგვარებას, სხვადასხვა საშუალებით.

ნუტრიციოლოგი ნატა ჭანტურიძე შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს უძილობასთან დაკავშირებით.

"იცოდით, რომ ტომებს, რომლებიც დღემდე მონადირეების ცხოვრებით ცხოვრობენ, არ აქვთ ისეთი სიტყვა, როგორიცაა უძილობაა?! სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც არ აქვთ ისეთი პრობლემა, როგორც ძილის დარღვევაა. გამოდის, უძილობა ცივილიზებული სამყაროს პრობლემაა, რაც ჩვენმა წინაპრებმა არ იცოდნენ.

ჩვენი, როგორც ადამიანების ევოლუცია, როგორც ჰომო საპიენსი, ხდებოდა ბუნებრივად, ამიტომ ყველა ჩვენი ციკარდიული რიტმები (ორგანიზმის შიდა საათები) სინქრონულია დღის ცხოვრების წესთან.

ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი მუდმივად ებრძვის ორგანიზმის შიდა ცირკადულ რიტმებს:
გიჭირთ დილით გაღვიძება, დიდხანს წევხართ ლოგინში და გიჭირთ ადგომა, ცდილობთ "აზრზე მოსვლას".
დღის მანძილზე გიჭირთ სამუშაო გარემოსთან ადაპტირება და მხოლოდშუადღისკენ გრძნობთ თავს უკეთ.
საღამოს დაღლას არ გრძნობთ, პირიქით აღგზნებული ხართ, გინდათ დღე უფრო გაახანგრძლივოთ. გიჭირთ დაძნება, კორტიზოლის დონე მაღალია, არ გძინავთ ღრმა ძილით და დილით ისევ იგივე მეორდება. ნაცნობი სიტუაციაა?!

სასიამოვნო დღეა, როცა:
დილით კორტიზოლის დონე მაღალია, ადვილად ვიღვიძებთ, ვართ ენერგიით სავსე და კარგი მადა გვაქვს.
დღის მანძილზე მაღალია შრომისუნარიანობა, როგორც ინტელექტუალური, ასევე ფიზიკური აქტივობის დონე თანხვედრაშია დღის მონაკვეთთან.
საღამოს სასიამოვნო დაღლილობას ვგრძნობთ და ადვილად ვიძინებთ, კარგად და ხარისხიანად გამოვიძინებთ.

თანამედროვე მსოფლიოში ბევრი ადამიანი ცდილობს ტრიგერების ჩანაცვლებას.
ისინი იყენებენ სტიმულატორებს - ბევრ კოფეინს, ორცხობილებს, სწრაფ ნახშირწყლებს - გასახალისებლად. და ასევე, ისინი იყენებენ იგივე ტრიგერებს განტვირთვისთვის - კომპიუტერული თამაშები, ალკოჰოლი და ა.შ. მაგრამ ასეთი ტრიგერის ჩანაცვლება სამწუხაროდ არ მუშაობს ხანგრძლივ პერპექტივაში.

რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენი შინაგანი საათი იშლება და ბევრი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევებით და სხვადასხვა ტიპის დესინქრონულობით?

ისტორია ნათურის!
მაშინ, როცა არ არსებობდა ნათურა, არ იყო ამდენი "ბუ" ტიპის ადამიანი. ყველაზე დიდი, რისი საშუალებაც ჰქონდა ადამიანს, ეს იყო დაენთო ცეცხლი, მზის ჩასვლიდან რამდენიმე საათის მანძილზე და ის იყო მათთვის სინათლის და გათბობის საშუალება. არავინ დადიოდა ტყეებსა და ჯუნგლებში ღამის 2 საათზე.

სხეულის ტემპერატურის ცვლილება - თუ ჩვენს წინაპრებს დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად ჰქონდათ სხეულის ტემპერატურის ცვლილება (ღამით ჩვეულებრივ ცივა, დღისით უფრო თბილა) ჰქონდათ მკაფიო ტემპერატურის ციკლი, ახლა ოთახში ყოველთვის თბილა და ჩვენი სხეული კარგავს ამ სიგნალებს.

საკვები - თუ ადრე ადამიანი ეძებდა, მოიპოვებდა და ჭამდა დღის შუქზე (ელემენტარული მიზეზების გამო) ახლა ყველგან და ყოველთვის ხელმისაწვდომია საჭმელი. ჩვენი კვების საათები მუდმივად არეულია.

ასე რომ, მოდით შევაჯამოთ. სინათლის რეჟიმის დარღვევა, საკვების დარღვევა, ტემპერატურის დარღვევა, ფიზიკური დატვირთვა - ეს ყველაფერი გროვდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ძილის პრობლემებზე, რომელიც აისბერგის მხოლოდ სათავეა, არამედ იმ არასასურველ პრობლემებზე, რომლებიც პირამიდის პრინციპით, ამ დარღვევებს ახლავს თან.

ცირკადული რიტმების დარღვევა იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დეპრესიას, სიმსუქნეს, ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებას, იმუნიტეტის დარღვევას და სხვ.

რა უნდა გააკეთოთ, რომ სიტუაცია გამოასწორო? გაგრძელება იქნება...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა