გააქტიურებული ნახშირბადი და 3 რჩევა მამაკაცებისთვის
გააქტიურებული ნახშირი, რომელიც ტაბლეტების ან ფხვნილის სახით იყიდება, უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც შესანიშნავი ანტიდოტი. ის მხოლოდ ბუნებრივი ნედლეულისგან მზადდება, გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აქვს, მთლიანად ნახშირბადისგან შედგება, აქვს ფოროვანი სტრუქტურა და კარგი აბრაზიული თვისებები.
იმის გათვალისწინებით, რომ ქალები ბუნებრივი სილამაზით არიან დაჯილდოებული, რომელსაც პრაქტიკულად, კორექტირება არ სჭირდება, შევეცდებით მამაკაცებს რამდენიმე სასარგებლო რჩევა მივცეთ თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს მარტივი და იაფი საშუალება:
1. გააქტიურებული ნახშირბადი შესანიშნავად აშორებს კბილის ნადებს და ქვებს, რომლებიც მწეველებსა და ყავის მოყვარულებში საკმაოდ დინამიურად ყალიბდება. რეცეპტი მარტივია: დაფშვენით აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი, დააყარეთ კბილის ჯაგრისზე და კბილები ხუთი წუთის განმავლობაში იხეხეთ. ვისაც ფხვნილის გემო და სტრუქტურა უსიამოვნო ეჩვენება, შეუძლია კბილის პასტასთან შეურიოს.
გააოცეთ თქვენი სტომატოლოგი და თაყვანისმცემლები გაბრწყინებული ღიმილით ძვირადღირებული წამლებისა და სპეციალური საშუალეწბების გამოყენების გარეშე.
2. ყველა ძვირადღირებული პრეპარატი, რომელიც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მოცილებაში ეხმარება, თავისი შემადგენლობით სრულიად მარტივი, მაგრამ ლამაზად შეფუთულია. იმისათვის, რომ მხიარული წვეულების შემდეგ ნაბახუსევმა არ შეგაწუხოთ, საკმარისია დილით გააქტიურებული ნახშირის მიღება (წონის ყოველ ათი კილოგრამზე ერთი აბი) პრეპარატის მოქმედება შეგიძლიათ გააძლიეროთ, თუ დაბალი მჟავიანობის ხილის წვენს დააყოლებთ. ნაბახუსევზე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხსნარი, რომელიც ზემოთ მოცემული პროპორციის დაფშვნილი ნახშირისა და ჩაის კოვზი სოდისგან შედგება.
3. კაცები ხანგრძლივ, დამქანცველ დიეტებს ვერ იტანენ, მაგრამ ჭარბი წონის მოცილებაზე ქალებზე ნაკლებად არ ოცნებობენ. მათ საყურადღებოდ ვიტყვით, რომ გააქტიურებული ნახშირბადი კარგად ასუფთავებს ნაწლავებს და გამოჰყავს ტოქსინები სხეულიდან. ის ბუნებრივი ფილტრაციის მასალაა, რომელიც დიეტებში, ტოქსინების მოსაშორებლად გამოიყენება. პრეპარატის გამოყენებისას, დოზების დასადგენად, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ცნობისთვის, უზომოდ ბევრი აბების ყლაპვა ზედმეტ კილოგრამებს არ მოგაცილებთ. ჩვეულებრივ, დღიური ნორმა ათი აბია, რომელიც დღის მიხედვით, პროპორციულად ნაწილდება. პრეპარატს უზმოზე სვამენ.
გახსოვდეთ,რომ ჭარბი წონა შინაგანი ორგანოებისთვის დამატებით ტვირთია და მისგან გათავისუფლებისთვის შეგიძლიათ იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებები გამოიყენოთ.