თეგებით ძიება

5 პროდუქტი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს

უახლესი სამედიცინო კვლევების თანახმად, სტატიაში წარმოდგენილი 5 პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების დროს, რამდენადაც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას. მათი გამოყენება უმჯობესია პროფილაქტიკისთვის, თუმცა, არსებობს ასევე მონაცემები, რომლის თანახმადაც რიგ შემთხვევებში აღნიშნული პროდუქტები ქიმიოთერაპიაზე უკეთესად მოქმედებს. ესენია: კურკუმა, მწვანე ჩაი, მოცვი, პომიდორი, წითელი ღვინო.

წითელი ღვინო
- წითელი ღვინოში შედის მნიშვნელოვანი ნივთიერება რესვერატროლი – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ყურძნის მარცვლის კანი შეიცავს. ბევრი კვლევა ამტკიცებს, რომ რესვერატროლი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს. თუმცა, ამ საოცარი ნივთიერების სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი ამით არ სრულდება! ის ზრდის გლუკოზასადმი ტოლერანტულობას დიაბეტის დროს, აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სპობს სახიფათო თავისუფალ რადიკალებს, ხელს უწყობს გულის მუშაობას და ხელს უშლის უჯრედების დაშლას რადიოაქტიური დასხივების დროს. ამასთან, წითელი ღვინო შეიცავს ბევრ კარდიოპროტექტორულ ნაერთს. რესვერატროლი და პოლიფენოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების ფორმირებას. ამას გარდა, არსებობს უტყუარი მკიცებულება იმისა, რომ წითელი ღვინის რეგულარული მიღება მცირე დოზით (დღეში 1 ჭიქა), ეხმარება ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას, რომელიც იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან. რესვერატროლის დღიური რეკომენდირებული დოზა – 200-600 მკგ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 225 მლ. წითელი ღვინო 640 მკგ. რესვერატროლს შეიცავს. ასე რომ, თქვენთვის მისაღები ნორმაა – დღეში 100 მლ. ღვინო.

კურკუმა - კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან რომელიც გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. დაუმატეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად, კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერს მისცემს.

პომიდორი - ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ პომიდვრით ან პომიდვრის სოუსით მომზადებულ კერძებს თვეში 4-ჯერ მაინც მიიღებთ, ეს ორჯერ შეამცირებს პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს. პომიდორი მდიდარია ლიკოპინით, რომელიც ანტიანგიოგენურ თვისებებს ფლობს. ის მარტივად იშლება ცხიმში და ასევე მარტივად ხდება მისი შეთვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ.

მწვანე ჩაი - მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც იცავს ანთებითი პროცესებისგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ანტიოქსიდანტები ასევე შავი ჩაის შემადგენლობაშიც შედის, თუმცა, მწვანე ჩაიში უფრო ეფექტურია მისი მოქმედების უნარი, რაც დამტკიცდა ბოლო დროს ჩატარებული მთელი რიგი კვლევების მიერ. არაჩვეულებრივად ებრძვის ოსტეოპოროზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მენოპაუზას და სხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს. სავარაუდოდ, ამისთვის მადლობა პოლიფენოლებს უნდა ვუთხრათ, ნივთიერებები, რომლებიც 25-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C, იცავენ უჯრედის გენეტიკურ ნივთიერებას დაზიანებისაგან. ამას გარდა, ჩაი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ზოგიერთ ალერგიულ ფორმას და ამცირებს სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.


მოცვი
- მოცვი ანტოციანინის წყაროა. ეს კი ძლიერი ანტიოსიდანტია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს “ბოჭავს“ და სიმსივნეს განვითარების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ის ელაგის მჟავას შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმს აახალგაზრდავებს, არამედ სიმსივნურ უჯრედებსაც ბლოკავს. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი, თუმცა ამ სიაში მოცვი ყველაზე ეფექტურია, თანაც მხედველობისთვისაც სასარგებლოა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა