ბათუმში აქციაზე ათზე მეტი ადამიანი დააკავეს
ბათუმში, წუხელ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ბათუმელები სოლიდარობას უცხადებნენ თბილისში "დაუმორჩილებლობის ფერადი მარშის" მონაწილეებს, რომლებიმაც ე.წ. კომენდანტის საათი განზრახ დაარღვიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ა/ო "ალტერნატივას" წევრები და ბათუმელი მოჭიდავეები.
აქციას ბათუმში ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისში "დაუმორჩილებლობის" მარში გაიმართა, რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები, რიგიტი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსვლელობის მონაწილლებმა კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს, მათ შორის "კომენდანტის საათი".