თეგებით ძიება

ფოთში მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს ზუგდიდის რაიონული სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 30 000 - ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა.მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა