რუსთავში 30 წლის კაცი დაჭრეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 30 წლის კაცი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რომელშიც 4 ახალგაზრდა მამაკაცი მონაწილეობდა.
სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ერთ-ერთმა 30 წლის კაცს ცივი იარაღით ბარძაყის არეში 2 ჭრილობა მიაყენა.
კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. დანარჩენი სამი პირი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.