პატრიარქს მოვუწოდებ, შეინანოს ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული - თორნიკე მამალაძე
სინოდის სხდომაზე ეპისკოპოსების გარეშე დარჩენილი ეპარქიების ახალ მმართველებს დაასახელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგში დადგება პატრიარქის ჩანაცვლების საკითხიც. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, პატრიარქად საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. თორნიკე მამალაძე პატრიარქს მოუწოდებს, თუკი ეს რეალურად ასე მოხდება, რომ პატრიარქმა ჯერ მისი ძმის წინაშე ჩადენილი დანაშაული შეინანოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგეს.
"რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, თავისი კანდიდატურა კიდევ ერთხელ დააყენოს და თავისი ბერკეტები გააძლიეროს, მაგრამ თუ კი ეს ასე მოხდება, მე კათოლიკოს პატრიარქს მოვუწოდებ, რომ მან შეინანოს ის დანაშაული, მაგალითად, ჩემი ძმის მიმართ, რომელიც უკანონოდ გამოკეტა საპატიმროში, შეინანოს და თუ სურთ, რომ გადადგეს, ამის შემდეგ გადადგეს.
ფორმალურ წევრებს მოვუწოდებ, რომლებიც პირად საუბრებში აღიარებენ, რა მძიმე დანაშაულებები ხდება, მოვუწოდებ ამ ადამიანებს ხმა ამოიღონ," - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.