ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ქართველი “კანონიერი ქურდი”, რომელსაც 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ქართველი ე.წ კანონიერ ქურდი“ რევაზ უბილავა, რომელიც 2020 წლის 13 მაისს პოლიციამ წალენჯიხაში დააკავა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნო.
რევაზ უბილავა, რომელსაც ბრალად ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდა, სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდებული ქურდული სამყაროს წევრობის ნაწილში გაამართლა, ვინაიდან მიიჩნია, რომ გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა.რევაზ უბილავას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანონო კვეთის ნაწილში მიესაჯა.
ცნობისთვის, რევაზ უბილავამ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რამდენიმე წლის წინ უკანონოდ, სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტაციით გადაკვეთა და უკრაინაში არალეგალურად გადავიდა. ხოლო, 2020 წლის მაისში ის საქართველოში ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაბრუნდა, რა დროსაც „კანონიერი ქურდი“ წალენჯიხაში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
რევაზ უბილავას კრიმინალურ წრეებში რეზო “ჯვარსკის“ მეტსახელით იცნობენ. „კანონიერ ქურდად“ თურქეთში 2014 წელს „აკურთხეს“ და 21 წლის ასაკში ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, უბილავას 2018 წელს ქურდული სტატუსი ჩამოართვეს, რასაც წინ უძღოდა კლანებს შორის არსებული დაპირისპირება.