აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება?
არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება, რომელიც ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციას ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ გალდავა ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” ბადრი ესებუას მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. სწორედ მან მიუტანა ესებუას თანხა, რომელსაც თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა გუშინ დატოვა. ამჟამად, პოლიციის დეპარტამენტის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.