მახინჯი ტრადიცია თუ სისხლის სამართლის დანაშაული? - ფონიჭალაში 11 წლის ბავშვს ათხოვებენ
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეო მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, აზერბაიჯანულ ოჯახში 11 და 15 წლის მოზარდების ნიშნობა გაიმართა.
"ძვირფასო კოლეგებო საქართველოდან, ეს რა არის? ფოტო 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის ნიშნობის ცერემონიიდან - აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები, ფონიჭალიდან. აზერბაიჯანში ნაადრევი ქორწინება ისეთივე დანაშაულია, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს შესაბამისი ორგანოები ამ (და სხვა მსგავს) საქმეს კონტროლის ქვეშ აიყვანენ", - წერს სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელი გუნელ მოვლუდი.