თეგებით ძიება

ქარელის მუნიციპალიტეტში პოლიკლინიკა გაქურდეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს.

კლინიკის თანამშრომლის თქმით, წაღებულია 800 ლარამდე ღირებულების ლეპტოპი.

ქურდობის შესახებ დილით შეიტყვეს, როდესაც თანამშრომლები სამსახურში მივიდნენ და შემდეგ პოლიციას შეატყობინეს.

შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა