„ვისურვებდი, რომ ბრალდებას რაც შეიძლება სწრაფად დაესვას წერტილი “ - ივერი მელაშვილი
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის ივერი მელაშვილის თქმით, მათი სურვილია რაც შეიძლება სწრაფად დაესვას ყველაფერს წერტილი.
მისივე თქმით, როგორც თვითონ, ასევე ნატალია ილიჩოვაც უდანაშაულოა.
„დღიდან პირველი განცხადებისა, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებებია, თვითონ იციან, ყოველშემთხვევაში დაცვის მხარეც და ჩვენც ბრალდებულებიც დარწმუნებული ვართ, რომ უდანაშაულოები ვართ. შესაბამისად ვნახოთ რა იქნება.
ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაესვას წერტილი ბრალდებას, თუ სიბინძურე რომ დავარქვათ, ეს არის აქ მეტი არაფერი“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ივერი მელაშვილმა.