"2 თვის წინ გააუპატიურეს" - ქობულეთში, 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს
Tv 25- ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ქაქუთში გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები. გამოცემასთან წყარო აცხადებს, რომ არასრულწლოვანი გარდაცვალებამდე გააუპატიურეს.
"დაახლოებით, 2 თვის წინ გააუპატიურეს მოზარდი, ბრალდებული ბიჭი უკვე დაკავებულია. მომხდარის შემდეგ, გოგონაზე ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფიზიკურად ძალადობდა"- გვითხრა გარდაცვლილის ახლობელმა.