თეგებით ძიება

აჭარის პოლიციას ავთანდილ გალდავა უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციას ავთანდილ გალდავა უხელმძღავნელებს. მანამდე ამ თანამდებობაზე კონსტანტინე ანანიაშვილი იყო, რომელმაც პოსტი 7 თებერვალს დატოვა.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე იქნება. ნიკოლოზ დიასამიძემ ამ პოსტზე ავთანდილ გალდავა შეცვალა.

ავთანდილ გალდავა 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრის საქმეში ფიგურირებდა. იგი ის პოლიციელია, რომელიც მძევლებთან ერთად თავდამსხმელმა წაიყვანა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარალებებს სწორედ გალდავა აწარმოებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა